კორონავირუსი ლალიგას მილიარდით დააზარალებს

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსის პანდემიის გამო ლალიგა ერთ მილიარდ ევროს დაკარგავს. აღნიშნულ ინფორმაციას სპანური Marca ავრცელებს. გავლენიანმა გამოცემამ ესპანეთის ჩემპიონატის შესაძლო დასრულების შემთხვევაში პოტენციური ზარალი დაიანგარიშა და სამი ვარიანტი გამოთვალა: წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლალიგა ვადამდე ადრე დასრულდება, ესპანეთის ჩემპიონატის საერთო ჯამური ზარალი 957 მილიონ ევროს შეადგენს - ეს ყველაზე მძიმე ვარიანტია. თუ ტურნირის დარჩენილი ნაწილი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ლალიგა 303 მილიონი ევროთი იზარალებს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებისამებრ, ჩემპიონატის ყველა შეხვედრა გულშემატკივართა თანხლებით ჩატარდება, ლალიგა 156 მილიონს მაინც დაკარგავს, თუმცა ეს ფინანსურად საუკეთესო ვარიანტი იქნება. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად სწორედ ფეხბურთელები დაზარალდებიან - კლუბები მათი ანაზღაურების შემცირებას აპირებენ.
#ფეხბურთი
#ესპანეთი
#ლალიგა
#ესპანეთისჩემპიონატი
#football
#spain
#laliga
#sport
#სპორტი
#კორონავირუსი
#coronavirus
#news
#business
ByM.m.m.Georgia
0