2 votes
0 comments
0 shares
Save
ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ცხელების ცენტრების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს
265 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140658

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, უკვე ასრულებს თავის სამუშაოს სატესტო რეჟიმში. მისი თქმით, თბილისში ის უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.

„ექიმები ორ თვეზე მეტია, გადიან შესაბამის ტრეინინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი. მაგრამ მაინც განხორციელდება ჩვენი მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, რათა რა მოხდეს გარკვეული გადაცდომები, რაც შეიძლება იყოს გარკვეული რისკების მატარებელი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რეგულირების სააგენტო სწავლობს ყველა ცენტრის მზაობას და მალე მათი ჩამონათვალი გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა იმ აღჭურვილობით უზრუნველვყოთ ცენტრები, რომელიც პერსონალს ესაჭიროება. ადგილზე გავეცნობი თითოეული ცენტრის მზაობას. იქიდან გამომდინარე, რომ „კოვიდთან“ ბრძოლის მასშტაბები იზრდება, გარკვეული ეტაპის განმავლობაში იყო ცვალებადი, დღეს ჩვენ ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე და ცხელების ცენტრების ჩამონათვალი ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს იმაზე, რომ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია თავიანთ მოქალაქეებს, რათა მოქალაქეებმა დროულად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ცხელების ცენტრების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად. მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, უკვე ასრულებს თავის სამუშაოს სატესტო რეჟიმში. მისი თქმით, თბილისში ის უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. „ექიმები ორ თვეზე მეტია, გადიან შესაბამის ტრეინინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი. მაგრამ მაინც განხორციელდება ჩვენი მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, რათა რა მოხდეს გარკვეული გადაცდომები, რაც შეიძლება იყოს გარკვეული რისკების მატარებელი“, - აღნიშნა ტიკარაძემ. რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რეგულირების სააგენტო სწავლობს ყველა ცენტრის მზაობას და მალე მათი ჩამონათვალი გახდება ცნობილი. „ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა იმ აღჭურვილობით უზრუნველვყოთ ცენტრები, რომელიც პერსონალს ესაჭიროება. ადგილზე გავეცნობი თითოეული ცენტრის მზაობას. იქიდან გამომდინარე, რომ „კოვიდთან“ ბრძოლის მასშტაბები იზრდება, გარკვეული ეტაპის განმავლობაში იყო ცვალებადი, დღეს ჩვენ ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე და ცხელების ცენტრების ჩამონათვალი ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს იმაზე, რომ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია თავიანთ მოქალაქეებს, რათა მოქალაქეებმა დროულად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა -გახარიას განცხადებაა
„დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც მოთავსებული იყო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე. „კლინიკა, დღეის მდგომარეობით, არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის კლინიკა“ მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ნაბიჯების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ის გაატარებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებასა და სამოქალაქო თვითშეგნებაზე. „ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის, ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სხვა მედიასაშუალებებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნელყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. „რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხაზგასმით ვამბობ – ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშუალებით და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. „პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც“, – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი გახარიას თქმით, ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანოები, მუნიციპალიტეტებში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. „ხვალ დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად. „ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების ვალდებულება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად და, პირველ რიგში, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – აღნიშნა პრემიერმა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან ჩამოიყვანს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ინტენსიურად მუშაობენ. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ეტაპობრივად ჩამოიყვანენ, რათა ჯანდაცვის სისტემა მომზადებული იყოს. „უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვახერხეთ 3000-მდე ჩვენი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად, რათა უახლოესი დღეებისა და კვირეების განმავლობაში იყოს კონკრეტულად გაწერილი „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ის მიმართულებები, რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეები ეტაპობრივი გამოყვანა. ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგანაც აუცილებელია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, უცხოეთის მოქალაქეებისათვის ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი გადიან მხოლოდ 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის. მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის დავალებით მთელი ღამე ვმუშაობდით ჩვენს „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად და შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომლის განმარტებით, კვირის განმავლობაში ორი რეისი შესრულდება. მინისტრის თქმით, მთავრობა უახლოეს ორ კვირაში საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ათენიდან და ლარნაკადან ჩამოიყვანს. „დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და წაიყვანენ საქართველოდან საკუთარ მოქალაქეებს. 26 მარტს განხორციელდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლოდ 31 მარტს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი. ასევე კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს განხორციელდება თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხირციელდება თბილისი-ათენი-თბილისის რეისი. ასევე 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისი. ეს არის ის უახლოესი ორი კვირის განრიგი, რისი შესაძლებლობაც არსებობს ამ სიტუაციაში, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა ჩვენ ვმუშაობთ შემდგომი რეისების დაგეგმვაზე შემდეგი კვირების განმავლობაში, რათა ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრი ამბობს, რომ ბილეთების ფასი გაკონტროლდება და ის 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. „ასევე, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს, ეს უნდა დაიცვას იმ ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აუცილებელია, ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.#georgia #germany #berlin #viena #amsterdam #warsaw #athens #gakharia #stopcovid19
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ
გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ - ამის შესახებ განცხადება, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, Covid-19-თან დაკავშირებით გააკეთა. "ძმანო მღვდელთავარნო და უფლისმიერ საყვარელო შვილებო, ფანარიდან, ქალაქთა დედოფლის გულიდან, დიდი ეკლესიისა და აგია სოფიას ქალაქიდან, ჩვენ გეხმიანებით თითოეულ თქვენთაგანს - ქალებს, კაცებსა და ბავშვებს - უპრეცედენტო მდგომარეობისა და გასაჭირის გამო, რომლის წინაშეც ჩვენ, როგორც ადამიანთა მოდგმა, დაგვაყენა გლობალურმა საფრთხემ, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსული პანდემიით, სახელწოდებით Covid-19. ასეთ დროს, ეკლესიის ხმას, დედა ეკლესიის ხმას არ შეუძლია იყოს მდუმარებაში. ჩვენი სიტყვები იძენს იმ ფორმებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვისწავლეთ და გამოიხატება: ლიტურგიასა და სწავლებაში, გამხნევებასა და ნუგეშში. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც თავგანწირვით იბრძვის, ხშირად საკუთარი თავისა და მათი ოჯახების უგულვებელყოფით, მათ შორის: - სამედიცინო და საექთნო პერსონალს წინა ხაზზე, ჩვენი ტანჯული და-ძმების გვერდით. - მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც ეძებენ სათანადო მედიკამენტებს და ვაქცინას ამ ვირუსისგან თავის დასაღწევად. - ასევე ყველას, ვინც აქტიურად მუშაობს ამ პანდემიის პრობლემის გადასაწყვეტად. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. ეს არის ძღვენი მთელი საზოგადოებისათვის. ეს არის მსხვერპლი, რომელიც იმსახურებს პატივსა და მადლიერებას. თითოეული ჩვენთაგანი მადლობას გიხდით და ტაშს გიკრავთ, არა მხოლოდ ჩვენი სახლების ფანჯრებიდან, არამედ ყველგან და ნებისმიერ დროს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა თქვენთანაა. ამ ბრძოლაში შესაბამის სახელმწიფოებს, მთავრობებსა და ჯანდაცვის უწყებებს აქვთ უპირველესი პასუხისმგებლობა ამ კრიზისული ვითარების დაგეგმვის, წინააღმდეგობის გაწევისა და გადალახვისა. ჩვენ შეიძლება დავახასიათოთ ისინი, როგორც სარდლები ბრძოლის ველზე უჩინარი, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მტრის წინააღმდეგ, მტერისა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ იბრძვის. პასუხიმგებლობის ტვირთი, რომელსაც ისინი თავიანთ მხრებზე ატარებენ, აუცილებლობლად მოითხოვს ყველა ჩვენთაგანის თანამშრომლობას. ახლა დროა პირადი და სოციალური პასუხისმგებლბისა. ამიტომ, ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან ჩვენი გათავისუფლება მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ ეს მკვეთრი ზომები ძირს უთხრის, ან ზიანს აყენებს ჩვენს რწმენას. თუმცა, ის რაც საშიშროების წინაშე დგას არის არა ჩვენი რწმენა, არამედ მორწმუნე, არა ქრისტე, არამედ ჩვენი ქრისტიანები, არა ღმერთ-კაცი, არამედ ადამიანი. ჩვენი რწმენა მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს კულტურაში. ჩვენი რწმენა ცოცხალი რწმენაა და არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს ან ჩაახშოს იგი. ის კი, რაც უნდა შეიზღუდოს ამ საგანგებო მდგომარეობაში, არის შეკრებები და დიდი თავყრილობები. მოდით, დავრჩეთ ჩვენს სახლებში. მოდით, ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ ჩვენს გარშემო მყოფნი. და იქ, ჩვენი სახლებიდან, ჩვენი სულიერი ერთიანობის განმტკიცებით, მოდით, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვილოცოთ მთელი კაცობრიობისთვის. ჩვენ ამ პერიოდს გავივლით უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, სადაც მეცნიერება, ღმრთის წყალობით, გადალახავს ამ ვირუსს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ლოცვების მეშვეობითაც, მეცნიერება ნამდვილად გაიმარჯვებს. ასე რომ, ჩვენთვისვეა კარგი, ვიყოთ ერთსულოვანნი, რადგან ვაგრძელებთ მონანიებისა და სიწმინდის ბრძოლას. ვხედავთ, თუ როგორ განიცდიან ჩვენი მეზობლები ვირუსის შედეგებს, ზოგი მათგანი უკვე დაეცა და წავიდა ჩვენგან. ჩვენი ეკელსია იმედოვნებს და ლოცულობს დაავადებულთა განკურნებაზე, დაღუპულთა სულებზე და დაზარალებული ოჯახების სიმამაცესა და სიმტკიცეზე. ესეც ჩაივლის. ცა გადაიწმინდება და სამართლიანობის მზე აღმოფხვრის ვირუსის სასიკვდილო ეფექტს. მაგრამ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ეს გამოცდა ჩვენი უკეთესობისაკენ შეცვლის შესაძლებლობაა, სიყვარულისა და სოლიდარობის გამყარების მიმართულებით. უფლისმიერ საყვარელო შვილებო, უფალის კურთხევა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მეოხებით, გვიძღოდეს ამ მოგზაურობაში, გარდაქმნას ჩვენი ნებაყოფილობითი იზოლაცია ნამდვილ თანაზიარებად და აქციოს ჩვენი ლოცვა და მიზანი მისი მნიშვნელობის დაფასებად, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ იმას, რაც ჭეშმარიტია, რაც ღმრთისთვის საამურია!" სიმამაცე გქონდეთ! დაე უფალი იყოს ჩვენთან! - განაცხადა მან. (თარგმნა დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ)
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსები იმოძრავებს
თბილისი-რუსთავის მარშრუტზე კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება და იქ მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული ახალი ავტობუსები იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა არსებული ნაკადის მომსახურება შესაძლებელი გახდება, რაც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. კახა კალაძემ ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის დაწყება მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, დავიწყეთ ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, რადგან მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამ რეფორმაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ამუშავებს, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, ხიდები. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები იყოს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, ვმუშაობდით იმაზე, რომ თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქები მოგვეკვლია და მასთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთია თბილისი-რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 30 000 ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერიაში არაერთი მოთხოვნა შედის. „ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა თბილისი-რუსთავის გზაზე სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თბილისიდან რუსთავში ჩამოსვლა და პირიქით, რუსთავიდან თბილისში გადაადგილება. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად იქნეს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი - განახლებული, ახალი ავტობუსები იმოძრავებს, როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის განახლების გეგმას კიდევ ერთხელ შეეხო და შესყიდვების პროცესის შეფერხების მიზეზები განმარტა. „შესყიდვები დაწყებული გვაქვს და ახლა ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში შემოსვლას მალე დაიწყებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ვაპირებთ კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას და შემდეგი იქნება უკვე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ყველა ამ ღონისძიებით მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იქნება ისეთი, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იყო და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტენდერი დროებით შევაჩერეთ. მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება მოწესრიგებული. ამ პროექტების განხორციელების პარალელურად, ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე იმოძრაოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით მოსალოდნელი რისკები არ გამართლდა, ჩვენი მოქალაქეები ნორმებს მკაცრად იცავენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეკომენდაცია დაიცვან. „ჩვენი მოქალქეებისგან მოვითხოვთ, რომ იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა. განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა და ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს ალბათ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. რა თქმა უნდა, აქვე არის ძალიან მნიშენლოვანი, რომ მედიასთან ინტენსიური მუშაობით, შევძლოთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტენსირუად გავაცნოთ ინფორმაცია ამ ნორმების შესახებ, მათი ინტესნირუი მოხმარების შესახებ“,- განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით, გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ გამართლდა. „დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას“,- განაცხადა ტიკარაძემ. როგორ ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას. „დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლების. რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე თვეა და გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას იგივე ინტენსივობით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 weeks ago
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება პისიარტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე, მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებით. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რატომ?! – იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო მეტი უნდა იყოს, ტესტირება – უფრო გაფართოებული, ანუ ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს შესაბამის ცხელების ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, რომ ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ასევე ფართოვდება შესაბამისი რისკჯგუფები, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს გახლავთ ამირან გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე ტემპერატურითა და რესპირატორული სიმპტომებით, ანუ იმ სიმპტომებით, რაც დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის. მათ შორის, საუბარია სურდოზე, სუნთქვის გაძნელებაზე და ა.შ. „გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პერიოდულ ტესტირებას, მინისტრის ბრძანებით, ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები. როგორც ერთ-ერთი წყარო – ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ. ესენი იყვნენ ძირითადად კოვიდის კლინიკებისა და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე სასწრაფოს თანამშრომლები. აქ თანდათანობით გადავდივართ ერთკვირიან ტესტირებაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე ორ კვირაში, სხვადასხვა კლინიკის, რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებში მყოფი, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფს ასევე დაემატა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და რადგან უკვე საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, ასევე, ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი. თანდათანობით, მეორე ეტაპზე, უკვე პირველი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი. 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და სამიზნე არის, რომ სადღაც ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 და შემდგომ 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მათ შორის, მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების ფრონტოფისებში მომუშავე სპეციალისტები, იგივე იუსტიციის სახლებში მომუშავე პირები, ანუ სადაც მოსახლეობასა და ადამიანებს მეტი შეხება აქვთ, რომ გამოვრიცხოთ და ამ ადამიანებს პერიოდული ტესტირება ჩავუტაროთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
სახალხო დამცველი - რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა ომბუდსმენის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. გავრცელებულ დოკუმენტში 10 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზეა პასუხი გაცემული. გთავაზობთ დოკუმენტს უცვლელად. 1. რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმძღვანელისგან უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა. 2. რას ამბობენ მსროლელები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე? - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ. აქციის დაშლისას, რამდენიმე საათის - დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე - განმავლობაში, გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი. შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია. 2 3. რა როლი ჰქონდა შსს-ს იმჟამინდელ მინისტრსა და მის მოადგილეებს და იცოდნენ თუ არა მათ რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფებოდნენ პარლამენტთან 20 ივნისის 22 საათიდან. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს. 4. იყო თუ არა აქციის დაშლისას გამოყენებული პროპორციული და თანაზომიერი საშუალებები? - გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, შემდეგი გარემოებების/ფაქტორების გამო: (1) მეთოფეების მხრიდან ბრძანების არარსებობის პირობებში არალეტალური ჭურვების გამოყენება; (2) ჭურვების და მეთოფეების დიდი რაოდენობა (3) ოპერაციის მიმდინარეობის ფართობი და რამდენიმე საათიანი პერიოდის მანძილზე რეზინის ტყვიების გამოყენება; (4) დაშავებული მომიტინგეების რაოდენობა; (5) ინდივიდუალური პოლიციელების მიმართ გამოცალკევებით მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ თავდასხმის შემთხვევების არ არსებობა (რაც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას გაამართლებდა). 5. განხორციელდა თუ არა შეკრების მონაწილეთა გაფრთხილება ძალის მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე? – შეკრების შეწყვეტის ღონისძიებების დაწყებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შესაბამისად, სამართალდამცავებს მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუციათ კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა და შეკრების ადგილის დატოვებისთვის. 1 აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო აღნიშნული ვალდებულებისგან სამართალდამცავების გათავისუფლების წინაპირობა, 2 1 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 31, ნაწილი 3. 2 წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებისგან პოლიციელი თავისუფლდება, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 3 რამდენადაც ადგილზე არსებობდა გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა როგორც პარლამენტში თვითნებური შეღწევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან სიტუაციის თავდაპირველ გამწვავებამდე, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც. 3 რაც შეეხება შეკრების შეწყვეტამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით, აგრეთვე მედია საშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს, 4 მსგავსი ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ძალის გამოყენებამდე მათი სათანადო გაფრთხილების სტანდარტს. კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მითითებით, ძალის გამოყენებამდე, მონაწილეთა გაფრთხილება შესაბამისი ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით, შეკრებაზე რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ იფარებოდეს სხვა ბგერებით. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილება რამდენიმე ადგილიდან უნდა გაკეთდეს, რათა იგი ყველა მონაწილემ გაიგოს. 5 6. რამდენი ადამიანი დაშავდა? - საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას გაეგზავნა 273 პირის დაზიანებების ამსახველი სამედიცნო დოკუმენტები, რომელთა მცირე ნაწილზე მიღებული დასკვნების თანახმად, ფიქსირდება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავსა და სახეზე, ასევე, ცხვირის, შუბლის, ქალას და სახის ძვლების მოტეხილობები, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ხოლო 2 პირს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება დაუდგინდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციის დაშლის შემდგომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 116 პირი. მათგან 35 მიუთითებდა ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, 12 პირს დაზიანებებიც აღენიშნებოდა. 3 შეკრების მიმდინარეობისას, პარლამენტში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადება 21:08 საათზე გაჟღერდა, ხოლო ადგილზე სიტუაცია პირველად 21:50 საათიდან გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის ეზოში შესვლა სცადა, თუმცა ძალის გამოყენება მოხდა აღნიშნული ინციდენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. ამასთან, სიტუაციის პირველი ესკალაციიდან ძალის გამოყენებამდე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, შეკრების მონაწილეებს შეწყვეტილი ჰქონდათ ძალადობრივი ქმედებები. 4 იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი (22:39 საათიდან და 22:59 საათიდან) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 5 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 133-134, ხელმისაწვდომია: 4 7. რამდენი ჟურნალისტი დაშავდა? - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. 6 რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როდესაც სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. 7 მიუხედავად ამისა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი. 8. რატომ ითხოვს სახალხო დამცველი გდდ-ს იმჟამინდელი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას? - გდდ-ს დირექტორის მიმართ ხელმძღვანელმა პირებმა - მინისტრმა და მოადგილეებმა - ორჯერ გასცეს ბრძანება არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები. დამატებით ერთხელ კი თავად გდდ-ს დირექტორმა ითხოვა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, რაზეც კვლავ უარი მიიღო. რეზინის ტყვიების გამოყენებაზე სამჯერ (23:36, 00:36 და 02:34 საათები) უარყოფითი ბრძანების მიღების მიუხედავად, ბრძანება არ შესრულდა და რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა აქტიურად. უფრო მეტიც, დაწყებული სროლების მიუხედავად, გდდ-ს დირექტორმა 21 ივნისის 00:16 წუთზე ხელმძღვანელობას მოახსენა მცდარი ინფორმაცია, რომ თოფებს არ იყენებენ. 9. რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული? - პროკურატურამ მოიპოვა8 ვიდეო-ჩანაწერები, მათი ნაწილი უკვე შეისწავლა/დაათვალიერა. 9 გამოძიებამ შსს-დან ამოიღო გარკვეული მასალები და დოკუმენტაცია. 10 გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი. 11 დაინიშნა ექსპერტიზები. 12 ცალკე გამოყოფილ საქმეებში დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. 13 დაზარალებულად ცნეს 8 მოქალაქე. 14 6 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 7 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 8 პასუხები წარმოდგენილია 2020 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის წარდგენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგებზე. 2020 წლის 10, 17 და 18 ივნისს კვლავ გაეცნენ აპარატის თანამშრომლები საქმის გარკვეულ ნაწილს. 9 იხ. < > გვ. 10. რა არ არის ამ დრომდე გარკვეული/ჩატარებული? – არ არის გარკვეული რა ღონისძიებები იქნა გატარებული უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღკვეთის მიზნით შსს იმჟამინდელი მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე, ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი და ხელმძღვანელი პირების მიერ; არ არის მოპოვებული საპროტესტო აქციის მართვაში მონაწილე ყველა რგოლის სამართალდამცავი პირის რაციის ჩანაწერი; არ ამოუღიათ მობილური ტელეფონები და არ დანიშნულა ექსპერტიზები სატელეფონო შეტყობინებების, სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის მოპოვების მიზნით.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Tbilisi · 2 months ago
ეკატერინე ტიკარიძის შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო