ახალი პაციენტებიდან გვყავს ერთი საყურადღებო, რომელიც სახლიდანაც არ გამოდიოდა - იმნაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140659 კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შემთხვევა, დანარჩენები არის უკვე ცნობილი შემთხვევების, ე.წ. ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. „ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის ინტენსიური კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ, ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით, "– თქვა პაატა იმნაძემ.
0