დარღვევის 15-მდე შემთხვევა ბოლო 24 საათში

0
შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა მასთან მუდმივ კონტაქტშია და ინფიცირების შემთხვევა რეგიონში ჯერ არ დაფიქსირებულა. პირველი აპრილის მონაცემებით კი გორის სამხედრო ჰოსიტალში სულ 17 ინფიცირებული მკურნალობს, ხოლო 50- მდე პაციენტი საკარანტინო ზონაში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გორში სულ ხუთი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს, სადაც მეთვალყურეობას შშს-ს და თავდაცვის სამინისტროს ნაწილები ახორციელებენ.
#ჰოსპიტალი
#გამშვებიპუქნტი
#ინფიცირებულები
#goridaily
0