2 votes
0 comments
0 shares
Save
მარნეულში მდებარე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმი მოიხსნა,საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირება
141 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მარნეულის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. „გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
მარნეულში საველე ჰოსპიტალი უკვე მზად არის. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საველე ჰოსპიტალის გარდა ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცეც, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები," - ნათქვამია განცხადებაში.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ. ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალა საველე პირობებში ჰოსპიტალის მოწყობა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალი და სადეზინფექციო სივრცეები მოწყობილია”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა. #marneuli #hospital #georgia #covid19 #coronavirus #stopcovid19
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
„ჯეო ჰოსპიტალსი“ მარნეულში ვირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით - ჯეო ჰოსპიტალსი“ მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შპს „ჯეო ჰოსპიტალს-ის მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 18 მარტს, თვითდინებით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით შემოვიდა მდედრობითი სქესის 62 წლის პაციენტი. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20 წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი. დაწესებულების პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს. პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით. 2020 წლის 21 მარტს პაციენტს განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი. დკსჯეც-ის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში. ამავდროულად, აღნიშნულ პირებს 2020 წლის 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ის იდენტიფიცირებისათვის (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს), ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი. მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
Primetime
Tbilisi · 2 months ago
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში Covid-19 დაუდასტურდა
„სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში დღეს კოვიდ-19 დაუდასტურდა“, – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციურის ​ცნობით, მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადაიბარეს. „საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლად მიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ. მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული. პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში დღეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადაიბარეს. „საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლად მიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ. მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
შსს-მ მარნეულში პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარნეულში პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა -გახარიას განცხადებაა
„დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც მოთავსებული იყო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე. „კლინიკა, დღეის მდგომარეობით, არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის კლინიკა“ მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ნაბიჯების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ის გაატარებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებასა და სამოქალაქო თვითშეგნებაზე. „ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის, ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სხვა მედიასაშუალებებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნელყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. „რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხაზგასმით ვამბობ – ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშუალებით და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. „პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც“, – აღნიშნა პრემიერმა. გიორგი გახარიას თქმით, ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანოები, მუნიციპალიტეტებში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. „ხვალ დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ.“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად. „ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების ვალდებულება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად და, პირველ რიგში, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – აღნიშნა პრემიერმა.
საინფორმაციო სააგანეტო
Tbilisi · 5 days ago
რა ინტერესები აქვს მარგანეცში მამაცაშვილი-ფარცხალაძის კლანს?!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების და სასამართლოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმსხვილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებით მმართველს უფლებამოსლების ვადა კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი მადნის მომპოვებელ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, სკანდალური და გადამდგარი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ასევე სკანდალური ბიზნესმენის, გია (რიჟა) კაპანაძის, ასევე, სხვათა და სხვათა და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს კიდევ 3 წლის განმავლობაში დაიცავს. დასაცავი კი ძალიან ბევრია - უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც ჭიათურიდან ყოველწლიურად გაედინება - 600 მილიონი დოლარის ქონება ყოველწლიურად. მაშ ასე: „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითმა მმართველმა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ჩიქოვანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წლის 8 მაისიდან 2023 წლის 9 მაისამდე გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიქოვანი კვლავ განაგრძობს კომპანიაში ერთპიროვნულ მმართველობას. თავად ჩიქოვანს კი (რა თქმა უნდა არაოფიციალურად, მაგრამ რომ მართავენ ყველამ იცის) მართავენ - უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გია (რიჟა) კაპანაძე და ა.შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 მაისის განჩინების თანახმად (საქმის N 3/3381-17), გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილი შპს ,, ჯორჯიან მანგანეზის" (ს/ნ: 230085797) სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედება იმავე წესითა და პირობებით (მართვა სპეციალური მმართველის მიერ განხორციელდეს ერთპიროვნულად, დამოუკიდებლად და ყველა იმ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია დირექტორის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების ხელმძღვანელობით და მმართველობით კომპეტენციად. სპეციალური მართვის რეჟიმის განმავლობაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) მართვაში კერძოდ, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, რაც არ ეხება სპეციალურ მმართველს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს/ ორგანოს.) სანებართვო/სალიცენზიო ქმედების განხორციელებისა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესასრულებლად, არაუმეტეს 3 წლით, 2023 წლის 9 მაისის ჩათვლით“,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც „2020NEWS“-ს დაუმალეს, მაგრამ ადვილი მოსაპოვებელი აღმოჩნდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 3 წლის წინანდელი მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებითი მმართველი ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში შევიდა. მოტივი კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული კოლოსალური ზარალი იყო, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენდა. ჩიქოვანი კომპანიაში 14 პუნქტიანი გეგმით მივიდა. თუმცა, რა შესრულდა ამ 14 პუნქტიანი გეგმიდან, არავინ იცი, რადგან ჭიათურის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ კატასტროფულია; ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობით ამ რაიონის მოსახლეობა სამეულში შედის; ჭიათურის რაიონის სოფლები კვლავ გადათხრილია; მადნით დატვირთული ავტომანქანების კოლონები უპრობლემოდ გადაადგილდება ქალაქში; კომპანია გარემოზე მიყენებულ ზარალს კვლავ არ იხდის; იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც მარგანეცი მოიპოვება, სახლებს უნგრევენ და კომპენსაციას არ აძლევენ; შრომის უსაფრთხოების მხრივ, პირველყოფილი თემური წყობილებაა და რაიონიდან ხალხი გამორბის - ყოველდღიურად იმატებს ბოქლომდადებული სახლების რაოდენობა, რადგან სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს აქვს, სიკეთის და კეთილდღეობის ნაცვლად, ამ რაიონის მოსახლეობას აღრჩობს. სამაგიეროდ, მილიონებს შოულობენ დაწინაურებული და აღზევებული პირები, ხშირ შემთხვევაში აღზევებული მდაბიობი. რა წერია 14 პუნქტიან გეგმაში? ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ, ჯერ კიდევ 2017 წელს წარდგენილ სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2017-2020 წლებში შემდეგი ღინისძიებები უნდა განხორციელდეს: დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები. 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით; დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი; უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქალაქ ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან. ვინაიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი, „2020NEWS”-მა ლევან დავითაშვილის უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციის მისაღებად მიმართა: რატომ გაუხანგრძლივდა დროებით მმართველს უფლებამოსილების ვადა კიდევ 3 წლით და რა შეასრულა აღებული ვალდებულებებიდან დროებითმმა მმართველმა, უფრო სწორად კი, გია (რიჟა) კაპანაძის გუნდმა, რომელმაც, „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ჭიათურაში ე.წ. მსხვილი კოოპერატივები შეიძინა და მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიფართოვა. გარდა ამისა, სწორედ ეს გუნდი შევიდა ტყიბულის შახტების მართვაშიც გასულ წელს და თერჯოლაში ახალი საწარმოს მშენებლობაც დააანონსა(!!!!!!!!!) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარკვეული ბიუროკრატიული მოთხოვნების მომიზეზებით, „2020NEWS”-მა ვერ მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა გაგვერკვია, რა ბედი ეწია ჭიათურის გარემოს და როგორ შეიცვალა მდგომარეობა ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძე-კაპანაძის იქ მოპოვებული ძალაუფლების და გავლენების შემდეგ. პასუხიც და შედეგიც სახეზეა, თუმცა დავითაშვილის უწყების პასუხს, მისი არსებობის შემთხვევაში, „2020NEWS” დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ და მიაწოდებს ჭიათურის რაიონის მოსახლეობასაც, რომელიც „კოლექტიურ სასჯელს იხდის“ მხოლოდ იმისათვის, რომ ზემო იმერეთის ამ მხარეში დაიბადნენ და მათი მშობლიური მხარე ბუნებრივი წუიღისეულით არის დატვირთული. ჯერ კიდევ 3 წლის წინ, კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანის შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელმა ამერიკულმა კომპანია "Georgian American Alloys"-მა განაცხადა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია, თუმცა ამ კომპანიის წარმომადგენლები ახლა ხმას აღარ იღებენ. როგორც ჭიათურაში ამბობენ - „გარიგდნენ და ერთად ჭამენ“. ვინ რას ჭამს და რამდენს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ისევე როგორც იმის წარმოდგენაა ძალიან ადვილი, რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება, რას საქმიანობს, როგორ საქმიანობს და „რა სარგებლობა მოაქვს“ გია კაპანაძის ბიზნეს-ჯგუფს ქვეყნისათვის. ერთი საინეტერესო დეტალი: ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემებზე მინისტრი ლევან დავითაშვილი „კრიტიკულად და კატეგორიულად“ საუბრობდა და აცხადებდა, რომ თუ დროებითი მმართველი დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, ის მზად იყო მკაცრი ზომებისთვის მიემართა. ჩვენ ძალიან გვინდოდა მინისტრის პოზიციის მოსმენა ამ „რიტიკული და კატეგორიულ“ პოზიციიდან ერთი წლის თავზე, მაგრამ მინისტრიც და სამინისტრო ახლა ღრმად დუმს!!!! „ჭიათურმანგანუმიდან“ „ჯორჯიან მანგანეზამდე“ ინფორმაციისთვის: ჭიათურის საბადოს ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაიწყო. 1990 წლამდე მოპოვებული იქნა 203 მლნ. ტონა ნედლი მადანი და მოხდა 108 მლნ. ტონა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაცია. 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა. გარიგების გაფორმებისას, „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი” საკმაოდ ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „სტემკორის“ შვილობილი კომპანია იყო. 2006 წლის ბოლოსთვის „სტემკორმა“ ჰოლდინგის 75% უკრაინულ „პრივატ ჯგუფს” მიყიდა. ეს ჯგუფი საქართველოში „ტაო-პრივატ ბანკის“ მფობელი იყო 2007-2014 წლებში. უკრაინული პრესის თანახმად, ჯგუფი „პრივატი“ ერთ-ერთი ყველაზე დახურული და არაგამჭვირვალე კომპანიაა, მისი დამფუძნებლები იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლუბოვი უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შედიან. 2013 წელს „პრივატ“ ჯგუფმა „ჯორჯიან მანგანეზი“ (ყოფილი ჭიათურმანგანუმი და ზესტაფონის ფერო) და „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესების კასკადი თავისი ამერიკულ ჰოლდინგზე Georgia American Alloys1-ზე გადააფორმა; თუმცა, ქართულ საზოგადოებას ეს ფაქტი გააცნეს, როგორც საწარმოებში ახალი „მენეჯმენტის მოსვლა“. შესაბამისად, „ახალმა მენეჯმენტმა“ ყველაფერი ცუდი „ძველ მენეჯმენტს“ გადააბრალა და პრობლემების მოგვარების პირობა დადო. სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, 2016 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედებულიყო ახალი სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი; თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ქონებას საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს. აშშ-ში რეგისტრირებული Georgia American Alloys Inc. საქართველოში ქონებას ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიის Georgian American Alloys Sàrl-ის მეშვეობით ფლობს. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის თანხმად, ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ არის შპს ჯორჯიან მანგანეზის (230085797), შპს ვარციხე 2005-ის (221297870) და შპს ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის (404414861) მფლობელი. თავის მხრივ, შპს ჯორჯიან მანგანეზი 19 შპს-ს 100% წილის მფლობელია. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებს შორის 13 - შპს ჯმ 29, შპს ჯმ-კოროხნალი-დევიძეები, შპს გამამდიდრებელი კომპლექსი, შპს ჯმტექნიკასერვისი, შპს ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის2, შპს ჯმ-კონსტრაქშენი, შპს ჯმ-ვაკეტყე, შპს ჯმ-ცდფ, შპს ჯმ-შუქრუთი, შპს ჯმ-ითხვისი, შპს ჯმ-პეროფი, შპს ჯმ-მაინინგ და შპს ჯმ-ცენტრალური ფაბრიკა - სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაარსდა. #ახალიამბები #პოლიტიკა
Primetime
Tbilisi · 3 months ago
განკურნების ეს მეთოდი იმედისმომცემი პერსპექტივაა – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით რეალურია თუ არა COVID 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენება სამკურნალო მიზნით? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გამოყენებით ინფიცირებულების მკურნალობის მეთოდს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ეს საქართველოსთვისაც საკმაოდ იმედისმომცემი პერსპექტივაა. „COVID 19-ის მკურნალობისთვის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა პლაზმის (convalescent plasma) გამოყენებას აშშ-ის საკვების და წამლის სააგენტომ (FDA) სწრაფი დასტური მისცა, რაც, ზოგადად, ამ ბიურაკრატიული სტრუქტურისათვის იშვიათობას წარმოადგენს. პლაზმა გამოიყენება მხოლოდ მძიმე COVID პაციენტებში და არ არის ნაჩვენები პროფილაქტიკური მიზნით, ან მსუბუქად მიმდინარე დაავადების შემთხვევაში. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებები მოუწოდებენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გაიღონ სისხლი პლაზმის დასამზადებლად. დონორების სკრინინგი ხდება სტანდარტულად, როგორც ჩვეულებრივ არის მიღებული სისხლის დონაციის დროს. პირველად ეს მეთოდი COVID პაციენტებში გამოიყენეს ჩინეთში, ამჟამად კი აშშ-ს კლინიკები (მაგალითად, სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკა) ახდენენ პლაზმის შეგროვებას COVID-19 პაციენტების სამკურნალოდ. ეს მეთოდი, ზოგადად, ინფექციური დაავადებების მართვაში ახალი არ არის და გამოიყენებდნენ H1N1, SARS, MERS, Ebola და სხვა ინფექციების სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკურნალობას გარკვეული რისკიც ახლავს თან, ეს მეთოდი იმედისმომცემი პერსპექტივაა, რადგან წარმოადგენს ძველ, გამოცდილ საშუალებას და ხელმისაწვდომია განვითარებადი ქვეყნებისთვისაც, როგორიც საქართელოა. ამიტომ ჩვენს ქვაყანაშიც მისი გამოყენება სავსებით რეალურად გამოიყურება“, – წერს მაია ბუწაშვილი. 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი. კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.