სიახლეები იმერეთის საკარანტინე ზონებიდან
3029 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 5 months ago

დღეს იმერეთის საკარანტინე ზონა სამმა ადამიანმა დატოვა, 35 მოქალაქეს კი თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანვე იმერეთის საკარანტინე სივრცეებში ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა გაგვაცნო:

"ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 465 ადამიანია, კარანტინში – 383. აქედან 220 – საირმეში, 14 – წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში, სასტუმრო "პლაზაში" – 93, საჩხერეში – 56, მათგან 30 მარნეულიდან, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეები არიან", - ამბობს გიორგაძე

#covid19 #კორონავირუსი #გოჩაგიორგაძე #kutaisidailyy
Kutaisi Daily
Kutaisi · 5 months ago
3
Write a comment