მარნეულში ქველმოქმედება გრძელდება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელ წერეთელში, ადგილობრივმა მეურნემ მირიან ჩხიტუნიძემ სოფელში პურის საცხობი „ელიბო“ დააფინანსა.
ყველა ოჯახს საცხობიდან ყოველ დღე 4 პური უფასოდ გადაეცემა.
„აღნიშნულ საცხობში, ყოველ ათ დღეში დაახლოებით 1000 ლარს ვრიცხავ. ყველა ოჯახს ჩემს სოფელში შეუძლია დღეში 4 პური უფასოდ უფასოდ წაიღოს. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ კორონავირუსი იქნება ქვეყანაში“ – განაცხადა ჩხიტუნიძემ.
მირიან ჩხიტუნიძე ხშირად ეხმარება შეჭირვებულ ოჯახებს.
„ჩვენი მეზობელი ქველმოქმედი ადამიანია, ღმერთი ამიტომ აძლევს ყველაფერს რაც აქვს. ჩვენ მადლობელი და ბედნიერები ვართ მისი ამ საქციელით“ – გვითხრა მეზობელმა.
როგორც საცხობის მეპატრონე ზურა შუბითიძე ამბობს, დღეში დაახლოებით 300 პური ცხვება.
აქედან მირიან ჩხიტუნიძის ქველმოქმედებით 125 გაიცემა. 10 პურს კი საცხობი გასცემს უფასოდ ყოველდღიურად შეჭირვებულ ოჯახებზე.