ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია

0
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "პრეზიდენტის" ინაუგურაცია 23 აპრილს ჩატარდება. აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ შეხვედრა გამართა არჩეული ე.წ "სახელმწიფოს მეთაურის, " ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ორგანიზების მიზნით. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება 23 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზეიმო დარბაზში. მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის საშიშროებისა, ოკუპირებული აფხაზეთის "კონსტიტუციის" ნორმების შესაბამისად ინაუგურაციაზე მუშაობა დაიწყო. დამტკიცდა ცერემონიის პროგრამა, რომელიც ერთი საათი გაგრძელდება. შეხვედრაზე განიხილეს ვიწრო შემადგენლობაში სტუმრების ინაუგურაციაზე მოწვევის საკითხი, ასევე ღონისძიების განმავლობაში უსაფრთხოების ზომები. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: ე.წ "მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელები", ე.წ "კულტურის სამინისტრო", "საგარეო საქმეთა სამინისტრო", "თავდაცვის სამინისტროს", " პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის წარმომადგენლები."
#ოკუპირებულიაფხაზეთი
#აფხაზეთისაქართველოა
#SOKHUMIDAILY
0