თბილისის მთავარი ქუჩები ვირუსის საწინააღმდეგო სადენზიფექციო ხსნარებით ირეცხება!

0
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. ამის შესახებ თბილისის მერიამ განაცხადა. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც. პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. გზის გადარეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით გრძელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, თბილისში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად გადაირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემგროვებელ კონტეინერებს. პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო. პ.ს თუ გინდა რომ არ გამოტოვო საქართველოში და მსოფლიოს მასტშაბით არსებული დღიური ინფორმაციები, გადადი ჩვენს პროფილზე და ჩართე ფუნქცია "შემატყობინე" ასე შეიტყობ მსოფლიოს მასტშაბით არსებულ საინტერესო ინფორმაციას.
#news
#opinion
#events
#coronavirus
#covid19
#tbilisismeria
#დარჩისახლში
0