ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
1838 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრულებულია.

“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას, ამიტომ იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები. მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

#საპატრიარქო #სინოდისგადაწყვეტილება #ზიარება #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
5
Write a comment