აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ მღვდლები, მონასტერში იჩხუბეს... - კობახიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142293 აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ ეს მღვდლები და ჯერ მონასტერში იჩხუბეს, რასაც მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც ესწრებოდა, მერე კომენდანტის საათის დარღვევით, მანქანებით გაეკიდნენ ერთმანეთს და ერთმა მღვდელმა მეორეს მანქანა ავტომატიდან ჩაცხრილა-წერს სოციალურ ქსელში, თეოლოგი და ყოფილი მღდველმსახური ბასილ კობახიძე, ყინწვისის მონასტერში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მისივე თქმით, მანქანაში, ხვა სასულიერო პირებიც ისხდნენ, მაშინ როდესაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლა. ბასილ კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს შეესწრნენ, მღვდლები ამ ფაქტს მალავდნენ და იტყუებოდნენ, მათ შორის მიტროპოლიტი იობიც. "დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში? რატომ არ დაადო საეკლესიო სასჯელი თავის შვილობილ მამა დავით აქიაშვილს? მთავრობა მალე გამოუშვებს ბანდიტ მამა დავითს, რადგან თვლის რომ მრევლი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაა. მრევლის ნებისმიერ წევრს რომ დავუსვათ კითხვა, არის სასჯელის ღირსი მამა დავითი? პასუხად მივიღებთ, რომ არა, რადგან მამაოს განკითხვა ცოდვაა, ჩვენ საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, უფალი მეფობს, ჩემი მამაო ასეთი არაა, ეკლესიას ებრძვით, ან უბრალოდ ხმამაღლა შემოსძახებს მამაო ჩვენოს", - წერს ბასილ კობახიძე. შეგახსენებთ, ყინწვისი მონასტრის წინამძღვარი განძრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, დღეს, 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელი დაიჭრა.