"მზად ვართ პაციენტთა გაზრდილი ნაკადი მივიღოთ" - თემურ ნადირაძე

0
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთს დღეს ტესტი ჩაუტარდა. გამოჯანმრთელდა თუ არა შემდეგი 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, მომართვიანობა მკვეთრად არ გაზრდილა, თუმცა კლინიკა პაციენტთა მისაღებად მზადაა: “პაციენტების ნაწილი ცხელების ცენტრიდან, ნაწილი კი თვითიზოლაციიდან შემოვიდა. მათ დღეს გამოვიკვლევთ. ჩვენი საავადმყოფო მთელ დასავლეთ საქართველოს ფარავს აჭარის გარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატების ტენდენცია არ გვაქვს. თუ ასეთი იქნება, ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს და მზად ვართ, გაზრდილი ნაკადი მივიღოთ, ”- უთხრა ნადირაძემ Kutaisi post-ს.
#კორონავირუსი
#თემურნადირაძე
#kutaisidaily
0