ავარია გორში

Gori Daily

გორში ავარია მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა, სამხავტრო სკოლასთან, ფარნავაზის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ, ერთი-ერთი მანქანა ბოძს შეეჯახა, თუმცა შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125 მუხლის მე -10 ნაწილით დაიწყო. შსს-ს ცნობით, დამნაშავე მძღოლი დაჯარიმდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com წყარო - radiomosaic.ge #საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები