ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შტაბი დაიხურა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში მდებარე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შტაბი ამ წუთებში დახურულია.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა ლია ჯაყელს, რომელმაც განაცხადა, რომ დაიხურა მხოლოდ წინასაარჩევნო შტაბი.
'დაიხურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შტაბი.ცენტრალური ოფისი კი აგრძელებს ფუნქციონირებას. პარტია არჩევნების მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას, შესაბამისად მოხდა წინასაარჩევნო შტაბის დახურვა' - აცხადებს ლია ჯაყელი.