ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს.

0
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან სამი პაციენტი გაწერეს. დღეს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო სამმა პაციენტმა დატოვა. მათგან ორი, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილი ორი მცირეწლოვანია. ერთ-ერთი მათგანი თბილისის იაშვილის კლინიკაში იქნა გადაყვანილი. ამავე სოფლის მცხოვრები 60 წლის მამაკაცი, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან, თანმდევი დაავადები გამო ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონა ვირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი რჩება. 50 წლის ქალი გალის სოფელ საბერიოდან და 67 წლის კაცი ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერიდან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
#ზუგდიდი
#ინფექციურისაავადმყოფო
#რეფერალურისაავადმყოფო
#თბილისი
#იაშვილისკლინიკა
#აფხაზეთი
#გალი
#საბერიო
#ზედაეწერი
#zugdididaily
0