http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140673#
ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც - ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, როგორ ჩატარდება სააღდგომო ღვთისმმსახურება ეკლესიებში, თუ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდა ან გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.
„აღდგომამდე ჯერ დრო არის, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა. თქვენ ხედავთ, როგორია რეალური სიტუაცია ქვეყანასა და მსოფლიოში. დღეს ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მე ძალიან მომწონს ის რაციონალური მიდგომა. ისინიც ხედავენ, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.