ყველაფერი გემრიელი მარტივია.

0
ყველაფერი გენიალური მარტივია, ხოლო სამზარეულოს შემთხვევაში ამასთან ერთად გემრიელიც. ამის მაგალითი ჩემს მიერ მომზადებული პასტაა, რომელიც შედგება რამდენიმე ინგრედიენტისაგან, თუმცა გემო ნამდვილად სარესტორნო დონის აქვს. ეს არის პასტა სოკოთი, არაჟნით და თეთრი ღვინის სოუსით. პროდუქტები: სპაგეტი-100 გრ სოკო-20 გრ თეთრი ღვინო-30გრ საქონლის ბულიონი-30 გრ არაჟანი-2 ს/კ კარაქი-30 გრ ფქვილი-1 ჩ/კ ხახვი-პატარა თავი ნიორი-1 კბილი ოხრახუში-10 გრ მარილი პილპილი გემოვნებით . მომზადების წესი: პასტას ვხარშავთ ადუღებულ მარილიან წყალში არაუმეტეს 6-7 წთ, რათა ბოლომდე არ მოიხარშოს და მივიღოთ ალდენტეს დონე იტა:(al'dente). როგორც კი მზად იქნება გადავწუროთ და მისი ნახარში შევინახოთ. პასტას არავითარ შემთხვევაში არ გადავავლოთ ცივი წყალი რადგან ამ დროს სახამებელი იკარგება. უბრალოდ მოვასხათ გარშემო ზეთი რომ არ მიეწებოს ერთმანეთს, წამოვურიოთ და გადავდოთ. სოკო არაჟნით: ცხელ ტაფაზე ვასხამთ ზეთს და კარაქის რაოდენობის ½-ს. ვაყრით დაკეპილ ხახვს და ნიორს. როგორც კი მიიღებს ოქროს ფერს ვუმატებთ სოკოს და შემდეგ ვუმატებთ საქონლის ბულიონს, პასტის ნახარშ წყალს და არაჟანს. საჭიროა ინტენსიურად ვურიოთ რადგან არაჟანი სითხეში გაიხსნას და მივიღოთ იდეალური ბლანტი მასა. ბოლოს შევაზავოთ მარილით, პილპილით და ოხრახუშით. დავუმატოთ მოხარშული პასტა და მოვურიოთ 2 წთ განმავლობაში იმისათვის რომ გემო გაუჯდეს. თეთრი ღვინის სოუსი: ქვაბში მოვთუშოთ ხახვი და დავუმატოთ თეთრი ღვინო. პარალელურად კარაქი და ფქვილი ერთმანეთში გადავზილოთ (კლასიკური ფრანგული მეთოდი სოუსის შესასქელებლად ფრანგ:Beurre manié) და დავუმატოთ ღვინის მასას. შევაზავოთ მარილით და პილპილით 2-3 წთ გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე და სოუსიც მზად არის.
#chef
#cuisine
#food
#stayhome
#soulfood
#tbilisi
#foodislove
#loveisfood
#georgia
0