სამტრედიაში ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს
Kutaisipost
ერთიანი ნაციონალური
მოძრაობისსამტრედიისოფისისწევრი ამჟამად პოლიციის
განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
ინფორმაციას,დავით ზაქარაძეს
დაკავებისთაობაზე მისი თანაგუნდელები ავრცელებენ.
ერთიანი ნაციონალური
მოძრაობისსამტრედიისოფისის წევრის, მამუკა ბიბილეიშვილის
თქმით, დაკავებული დავით ზაქარაძეს სახლში პოლიციელებმა ჩხრეკა დილით
ჩაატარეს.
,,იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა
ვერ აღმოაჩინეს. ამ ამბავს ჩვენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას
ვუკავშირებთ", - ამბობს ბიბილეიშვილი.
თავად დავით ზაქრაძე სატელეფონო საუბარში
აცხადებს, რომ მისი დაკავება არა ნარკოტიკს, არამედ ჩხუბს
უკავშირდება, რომელიც ნაცნობთან მოუვიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განმარტავენ, რომ ზაქარაძე დაკავებული
არაა,არამედმისიდაკითხვამიმდინარეობს.
http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18251-samtrediashi-nacionaluri-modzraobis-tsevri-daakaves