გორის მუნიციპალიტეტის მერი გამშვებ პუნქტებს ესტუმრა
366 Views
Gori Daily
Gori · 5 months ago

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის გასასვლელებში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა და მოქალაქეთა მიერ კარანტინის პირობების შესრულების მდგომარეობას გაეცნო.

,,მოქალაქეთა შემოწმება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარღვევები თითქმის არ შეინიშნება, არც სიცხიანი მოქალაქე დაფიქსირებულა. მოსახლეობა გაგებით ეკიდება კარანტინის პირობებს და ცდილობს დაიცვას არსებული მოთხოვნები. მე იმედი, მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მოქალაქეების გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები გორის მასშტაბით 5 ადგილასაა მოწყობილი. მოქალაქეთა გადაადგილებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას თავდაცვის სამინისტროსა და შსს სამინიტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

#გორისმერია #covid19 #goridaily
Gori Daily
Gori · 5 months ago
5
Write a comment