კვლევის მიხედვით, ქვეყნებში, სადაც აუცილებელია ტუბერკულოზის ვაქცინა, Covid-19-ით სიკვდილიანობა ნაკლე

0
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულო პოლიტიკის მქონე ქვეყნებში ნაკლებია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ ეს პოლიტიკა, – ამის შესახებ Bloomebrg-ი, ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს. ”მაგრამ ხალხი არ უნდა ეცადოს, რომ მოიპოვოს BCG ვაქცინა ისე, როგორც ტუალეტის ქაღალდის მოპოვებას ცდილობდა, ” – თქვა ოტაზუმ. მცირეა შანსი, რომ BCG ვაქცინამ შეიძლება გაზარდოს კორონავირუსის რისკი, მაგრამ მეცნიერებმა ზუსტად არ იციან ეს და უნდა დაველოდოთ ცდების დასრულებას. ნებისმიერ შემთხვევაში, BCG ვაქცინა არ უნდა იყოს ერთადერთი ინსტრუმენტი Covid-19- ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ”მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გაუკონტროლებია დაავადება მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა დაცული იყო BCG- ს ვაქცინით, ” – თქვა ოტაზუმ. დაავადების გავრცელების მართვისთვის საჭიროა სოციალური დისტანციის, ტესტირებისა და იზოლაციის წესების დაცვა.
#covid19
#stopcovid19
#coronavirus
0