გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე საკუთარი სახსრებით, გორში 50-მდე ოჯახს დაეხმარა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ოჯახები, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.
“ჩემი სახსრებით 50 ოჯახს გადავეცით საკვები პროდუქტები, ესენი არიან შეჭირვებული ოჯახები, ვინც ასეთ ვითარებაში ვერ ახერხებს მუშაობას. ასევე ჩემმა კომპანიამ ორმოცდაათ ოჯახს გადასცა მედიკამენტებისთვის განკუთვნილი ვაუჩერი“, - თქვა იოსებ მაკრახიძემ.
#დახმარება
#შემოსავალი
#მაჟორიტარულიოლქი
#კორონავირუსი
#goridaily