რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში
Tbilisi Daily
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს აქვს შანსი, მედიაციის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც შეასრულოს.
მისივე თქმით, ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქცია ასე იქმნება და მხოლოდ დერეფნის როლი, საქართველოსთვის, გეოგრაფიული დამატებითი ღირებულებაა.
"საქართველოს აქვს შანსი მედიაციის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც შეასრულოს, მათ შორის სამშვიდობო ძალებში სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობით. ამის გამოცდილება და მზაობა ჩვენს დანაყოფებს საკმაოდ აქვს. ინერტული ნეიტრალიტეტი არაფრის მომცემია, ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქცია ასე იქმნება, მხოლოდ დერეფნის როლი გეოგრაფიული დამატებითი ღირებულებაა",- აცხადებს ბოძაშვილი.
კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ფინანსისტები დარწმუნებული არიან, რომაზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი რეგიონს ძვირი დაუჯდება. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.
რა კავშირშია აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი რეგიონის ენერგოუსაფრთხოებასთან, - გაიგეთ აქ.
ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და დაახლოებით 10 დღე გაგრძელდა.
ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.
აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი