თერმოსკრინინგი ზუგდიდის მუნიციპალეტიტეში ყოველდღიურად მიმდინარეობს.

0
თერმოსკრინინგი ზუგდიდის მუნიციპალეტიტეში ყოველდღიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. თერმოსკრინინგი ამ დროისთვის 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს. თერმოსკრინინგი ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში, სადაც 1037 მოქალაქე შემოწმდა. არსებული ინფორმაციით მაღალი ტემპერატურა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ზედაეწერში მასიური შემოწმების მიზეზი, ის პირველი კორონავირუსით დაინფიცირებული 67 წლის მამაკაცია, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს. სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350 მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის გამშვებ პუნქტზე.
#ზუგდიდი
#ინგირი
#ზედაეწერი
#შამგონა
#ფოთი
#თერმოსკრინინგი
#კორონავირუსი
#zugdididaily
.
0