საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩიეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140676 უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. ხვიჩა კიკილაშვილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეცვალა, რომელსაც საკონსტიტუციო სასმართლოში მუშაობის 10 წლიანი ვადა შეუსრულდა. შეგახსენებთ, რომ კიკილაშვილის გვარი უკავშირდება ე.წ მიქაუტაძის საქმეს, სადაც მას ერთ-ერთი მოქალაქე მისი შვილის, არასრულწლოვანი შვილის ცემაში ადანაშაულებდა. ამ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი კიკილაშვილმა განიხილა და მიქაუტაძის გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდგომ, კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ეს კიკილაშვილსა და მიქაუტაძეს შორის არსებულ თანხვედრას, გარიგებას და გავლენას უკავშირდებოდა, რომელიც მესმე სექტორის შეფასებით მიქაუტაძეს კიკილაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა. სხდომა ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც „ფორმულასთვის“ არის ცნობილი მიქაუტაძეს მასში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან აშკარა იყო, რომ ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა.
0