მთავარი ფაქტორია ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის გამოვლენა - ჭიაბერაშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140678 მთავარი ფაქტორია ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის გამოვლენა. ქვეყნებში, სადაც შეძლეს სწრაფი ტესტებით ფართო მოცვა და გამოავლინეს უსიმპტომო ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, დაბალია გარდაცვალების % - ამის შესახებ , , ევროპული საქართველოს" ერტ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ცოსილაურ ქსელში წერს. , , მთელი კაცობრიობის ძალისხმევა ახლა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება შევამციროთ მსხვერპლი, რასაც ჯანდაცვის მხრიდან მოიტანს ვირუსი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რასაც ეს კრიზისი მოიტანს გრძელვადიანად ათეულობით მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეში გადავარდნით ცხრილებში თქვენ ხედავთ პირველ 48 ქვეყანას სიკვდილობის აბსოლუტური მაჩვენებლებით. მათ გარდაცვალების სხვადასხვა % აქვთ. მთავარი ფაქტორია ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის გამოვლენა. ქვეყნებში, სადაც შეძლეს სწრაფი ტესტებით ფართო მოცვა და გამოავლინეს უსიმპტომო ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, დაბალია გარდაცვალების %. ქვეყნებში, სადაც დიდი იყო უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმოსვლის სრულ ჩაკეტვამდე (დასავლეთ ევროპა, აშშ-ს ორივე სანაპირო) და სადაც ძალიან მაღალი იყო ქვეყანაში შიდა მიმოსვლის სიხშირე სრულ კარანტინამდე (რაც უფრო განვითარებული და მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დიდია შიდა მიმოსვლა), ვირუსი იმდენად გავრცელდა, რომ მან პირდაპირ მძიმე ფორმებით მოახდინა მანიფესტაცია. ქვეყნებში ვირუსის გავრცელებაზე ასევე გავლენა მოახდინა შემდეგმა ფაქტორებმაც (სია არასრულია): - სასწავლო პროცესის, სპორტული და კულტურული ღინისძიებების შეჩერების მომენტი - მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახის საშუალო ზომა, საბინაო ფონდი რაგვარობა და სხვა დემოგრაფიული პარამეტრები - მოქალაქეების დამჯერობა (კანონის დაცვა, რეკომენდაციებსი შესრულება, განათლება) სიკვდილიანობის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ისეთმა ფაქტორებმაც (ეს სიაც არასრულია), როგორებიცაა, მაგალითად, - ჯანდაცვის სისტემის მზაობა პიკური მიმართვიანობისთვის - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ინფიცირებულთა საშუალო ასაკი - ქრონიკული დაავადებების სიხშირე და ა.შ. შესაბამისად, სანამ ქვეყნებში დატესტილ მოქალაქეთა წილი მთლიან მოსახლეობაში გარკვეულ სტატისტიკურ ნიშნულზე არ გავა, მანამდე ქვეყნებს შორის ცდომილება დიდია და ეს სტატისტიკა არაფერს გვეუბნება, რა არის რეალურად ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილობა. მთელი კაცობრიობის ძალისხმევა ახლა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება შევამციროთ მსხვერპლი, რასაც ჯანდაცვის მხრიდან მოიტანს ვირუსი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რასაც ეს კრიზისი მოიტანს გრძელვადიანად ათეულობით მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეში გადავარდნით ცხრილებში თქვენ ხედავთ პირველ 48 ქვეყანას სიკვდილობის აბსოლუტური მაჩვენებლებით. მათ გარდაცვალების სხვადასხვა % აქვთ. მთავარი ფაქტორია ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის გამოვლენა. ქვეყნებში, სადაც შეძლეს სწრაფი ტესტებით ფართო მოცვა და გამოავლინეს უსიმპტომო ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, დაბალია გარდაცვალების %. ქვეყნებში, სადაც დიდი იყო უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმოსვლის სრულ ჩაკეტვამდე (დასავლეთ ევროპა, აშშ-ს ორივე სანაპირო) და სადაც ძალიან მაღალი იყო ქვეყანაში შიდა მიმოსვლის სიხშირე სრულ კარანტინამდე (რაც უფრო განვითარებული და მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დიდია შიდა მიმოსვლა), ვირუსი იმდენად გავრცელდა, რომ მან პირდაპირ მძიმე ფორმებით მოახდინა მანიფესტაცია. ქვეყნებში ვირუსის გავრცელებაზე ასევე გავლენა მოახდინა შემდეგმა ფაქტორებმაც (სია არასრულია): - სასწავლო პროცესის, სპორტული და კულტურული ღინისძიებების შეჩერების მომენტი - მოსახლეობის სიმჭიდროვე, ოჯახის საშუალო ზომა, საბინაო ფონდი რაგვარობა და სხვა დემოგრაფიული პარამეტრები - მოქალაქეების დამჯერობა (კანონის დაცვა, რეკომენდაციებსი შესრულება, განათლება) სიკვდილიანობის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ისეთმა ფაქტორებმაც (ეს სიაც არასრულია), როგორებიცაა, მაგალითად, - ჯანდაცვის სისტემის მზაობა პიკური მიმართვიანობისთვის - სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ინფიცირებულთა საშუალო ასაკი - ქრონიკული დაავადებების სიხშირე და ა.შ. შესაბამისად, სანამ ქვეყნებში დატესტილ მოქალაქეთა წილი მთლიან მოსახლეობაში გარკვეულ სტატისტიკურ ნიშნულზე არ გავა, მანამდე ქვეყნებს შორის ცდომილება დიდია და ეს სტატისტიკა არაფერს გვეუბნება, რა არის რეალურად ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილობა", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
0