6 აპრილიდან სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხურება - მოწერელია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140680 6 აპრილიდან სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხურება - ამის შესახებ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, სენაკის ბაზარში მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კვლავ აღდგება სამუშაო პროცესი. „ზუგდიდთან მიმართებაში მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. ამდენად სურსათის ეროვნული სააგენტო, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური, მოხალისეები კიდევ უფრო გააძლიერებენ ზედამხედველობას იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს მდგომარეობა, რაც არის დღეს. ზუგდიდის აგრარულ ბაზართან დაკავშირებით ანგარიში, რაც ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარისაგან, ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სენაკის ბაზართან დაკავშირებით. ფოთშიც გაუმჯობესებულია მდგომარეობა. შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხუროს, ვინაიდან იქ მდგომარეობის გაუმჯობესების დღესდღეობით არანაირი წინსვლა არ გვაქვს. ბაზრის ადმინისტრაციის მიერ არის სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი. როდესაც ეს ღონისძიებები გატარდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რეჟიმს. ბაზარი ორშაბათიდან, 6 აპრილიდან დაიხურება“, - აგანაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
0