ართრიტი ეს არის სახსრების ანთება, ამ დროს აღინიშნება შეშუპება ერთი ან რამოდენიმე სახსრის. ართრიტის მთავარი სიმპტომებს მიეკუთვნება სახსრების ტკივილი და გაშეშება. ყველაზე ხშირი ფორმებია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.
ოსტეოართრიტისას პირველი, ძირითადი ცვლილება ხრტილის დარბილებაა და მის პრიალა ზედაპირზე ჩანაჭდევების წარმოქმნა. ხრტილის ფენა თანდათან თხელდება და ბოლოს ქრება.ხრტილოვანი ზედაპირების არსებობის გარეშე სახსრის მოძრაობა რთულდება და მტკივნეული ხდება.
ხოლო რევმატოიდული ართრიტისას იმუნური სისტემა უტევს სახსრებს. ამ დროს ზიანდება, როგორც ხრტილი ასევე ძვალიც.
ასაკის მატებასთან ართრიტის განვითარების რისკიც იზრდება, ის ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ვიდრე მამაკაცებში. მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ჭარბი წონაც.
ტრავმაც იწვევს ართრიტს, იმ შემთხვევაში თუ ის ხრტილს დააზიანებს.
ართრიტის გამომწვევად შეიძლება მოგვევლინოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები.
ართრიტის სიმპტომებია:
1. სახსრების ტკივილი
2. სახსრების გაშეშება
3. შესივება სახსრის მიდამოში
4. გაწითლებული კანი მომატებული ტემპერატურით დაზიანებული სახსრის ირგვლივ
5. სისუსტე
6. კუნთების გავლენა