იყო თუ არა ჩინეთი გულახდილი მსოფლიოსთან?

0
ჩინეთის მოსახლეობა მუშაობას უბრუნდება. სანდოა თუ არა ახლა გარეთ გასვლა? ღირს თუ არა ქვეყანა რომელიც ვირუსს სამი თვის განმავლობაში ებრძოდა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს? შემდეგ კვირას ვუჰანში დარჩენილ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ქალაქი დატოვონ. თუმცა აღდგენილი ცოხვრების რიტმის მიუხედავად ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ : თუ არ აქვთ მნიშვნელოვანი საქმე , არ არის გადაუდებელი საჭიროება ნუ დატოვებენ სახლებს და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. დაიბადა კითხვა, აძლევდა თუ არა ჩინეთი ზუსტ რიცხვებს დაავადებულთა შესახებ მაოფლიოს? ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ამ კითხვას მკაცრად უპასუხა, რომ იგი აძლევდა ღია, გამჭვირვალე და დროულ პასუხს მსოფლიოს. ასევე WHO წარმომადგენელმა ჟენევაში პრესკონფერენციაზე უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე , რომელიც ჩინეთის მიმართ დაუსაბუთელებ ბრალდებას შეიცავდა. ჩინეთის გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუჰანში იმაზე მეტი დასაკრძალი ურნა გამოითხოვეს ვიდრე ეს ციფრებში იყო მოცემული. გამოდის რომ გარდაიცვალა იმაზე მეტი ადამიანი ვიდრე მსოფლიომ ამის შესახებ იცის. თუმცა ჩინეთის მასშტაბით 11 მილიონი დაკრძალვის სერვისი შეჩერდა 25 იანვარს. ეს ყველაფერი ბადებს კითხვას თუ რისთვის დასჭირდათ უფრო მეტი ურნა ვიდრე 11 მილიონ დამკრძალავ ბიუროში შეეძლოთ მოეპოვებინათ. წყარო -CNN
#Wuhan
#Coronavirus
#covid19
#Chines
0