სუიციდი, იგივე თვითმკვლელობა, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა. იგი უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს ინდივიდი სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდეს. ის გრძნობს, რომ სხვებისთვის ტვირთია და სიკვდილს ისე უყურებს როგორც მძიმე ტკივილისა და ტანჯვისგან თავის დაღწევის საშუალებას.
თვითმკვლელობაზე საუბარი მარტივი არასდროსაა. წარმოუდგენელია იმის ცოდნა, უნდა ვესაუბროთ თუ არა ინდივიდს ამ თემაზე. მაგრამ დანამდვილებით ვიცით ის, რომ სუიციდის ირგვლივ მრავალი სტიგმა არსებობს, რომელთა შესამცირებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. მათგან პირველია ტერმინოლოგია. უფრო კონკრეტულად, "თვითმკვლელობის ჩადენა."
სიტყვა "ჩადენა" (ინგლისურად commit) დანაშაულთან ასოცირდება. მრავალი წლის მანძილზე სუიციდი დანაშაულად მიიჩნეოდა, მაგრამ ქვეყნების დიდი ნაწილი დღეს მას ასე აღარ განიხილავს. აქედან გამომდინარე, უფრო მართებულია, გამოვიყენოთ ტერმინი "გარდაიცვალა სუიციდით, " "თვითმკვლელობა სცადა" და ა.შ.
შესაძლოა ფიქრობთ, რომ ფრაზებსა და ტერმინებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მთავარი უშუალოდ სუიციდია და არა კონკრეტული ზმნები თუ ზედსართავი სახელები.
დიახ, ცხადია, სუიციდი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე მასთან ასოცირებული ტერმინები, მაგრამ ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ სტიგმის შემცირების ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი მასზე საუბარია, საუბრის წახალისებისთვის კი ნეიტრალური და ლმობიერი სიტყვები აუცილებელია.
თუ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდით ტერმინოლოგიის განახლების აუცილებლობაში, შეეცადეთ, ამ მოვლენას განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედოთ. 1998 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში სომერ-როტენბერგი აღიარებს, რომ ფრაზას "თვითმკვლელობის ჩადენა" იგი არასოდეს დაუფიქრებია, სანამ საკუთარმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტერმინი კი სტიგმას უფრო აძლიერებს. როგორც ვახსენეთ, თვითმკვლელობის "ჩადენას" კრიმინალური ელფერი აქვს, რაც მისი წარსული უკანონობით არის გამოწვეული. ცხადია, სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა გამკრთალდა, მაგრამ იგი თავის მემკვიდრეობას მაინც აგრძელებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ სუიციდთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის ჩანაცვლება არ არის მარტივი საქმე, რადგან "ძველი ჩვევები ძნელად კვდება." ტერმინები, რომლებიც თავდაპირველად უხერხული და მოუხერხებელი ჩანს, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ცნობიერად სასურველ ფრაზებად იქცეს და აქტიურად გაგრძელდეს მათი დიალოგში გამოყენება. ზემოთ ხსენებული ალტერნატიული ფრაზების გამოყენება კი საშუალებას მისცემს საზოგადოებას, დიალოგი იმ ადამიანების პატივისცემით დამყარდეს, ვინც სუიციდისგან დაზარალებულა. პატივისცემით უნდა მოვეპყროთ იმ ადამიანებსაც, ვინც თვითმკვლელობას გადაურჩა და მათდამი არ ამოვიყენოთ დანაშაულებრივი სიტყვები.
https://www.suicideinfo.ca/resource/suicideandlanguage/