Covid-19-ის პანდემიის გამო Airbn-ის ღირებულება 16%-ით დაეცა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140685 ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, უძრავი ქონების მოკლევადიანი ქირაობის სერვისის, Airbnb-ის საბაზრო ღირებულება 16%-ით 26 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. ვირუსის ფართო გავრცელების ფონზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მკვეთრად შემცირდა ჯავშნების რიცხვიც. სტარტაპის ფინანსირების ბოლო ეტაპი 2017 წელს განხორციელდა, მაშინ ინვესტორებმა კომპანიის განვითარებისთვის 1 მილიარდი დოლარი გაიღეს. ამის შემდეგ კომპანია 31 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. გასული წლის სექტემბერში კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 2020 წელს კომპანია აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებდა. ჯერჯერობით გეგმების შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. "ტაბულა"
0