ასეთი საწყისი

0
სანამ თქვენ ჯერ კიდევ განიცდით სახლში უსაქმურად ჯდომას, ძალიან ბევრი ქართველი არტისტი საკუთარ მუსიკაზე მუშაობს. თუ საქართველოში კულტურა გადარჩა ძალიან კარგი ამბები გველოდება. მაინც მჯერა, რომ გადარჩება. უარესს გადაურჩა. ჰოდა არტისტებზე გეუბნებოდით. ახალი (თან არც ისე) დუო თბილისიდან, რომელიც ბაზარზე შემოსასვლელად დიდი ხანია ემზადება. პანდემიიდან გამოწვეული დროის ზედმეტობა, არტისტებისთვის ინსპირაციის მორიგი წყარო გახდა.
რა ხდება როცა კომერციული ღონისძიებებიდან, "ანდერგრაუნდში" გადაინაცვკებ? ჩემი აზრით, ამ კითხვაზე დუოს სადებიუტო ალბომი გაგცემთ სრულყოფილ პასუხს. ნოტების სიღრმიდან დაწყებული, "ოლდსკული წყალქვეშა ბრეიქით" დამთავრებული, სეტის ყველა მონაკვეთში გამოსაყენებელი და უბრალოდ მოსასმენი ტრეკებით გავსებული ალბომი, ელექტრონულ მუსიკაში ქართული ჟღერადობის წარმოქმნისა და რევოლუციის პერიოდის სრულფასოვანი მონაწილეა. როგორც დუოს წარსული, ისე აწმყო არის მონათხრობი მთლიან ალბომში. თითოეულ გატეხილ ბითში, ერთდროულად ჩანს, როგორც მუსიკის გამარტივების სურვილი, ასევე ტრეკების მრავალფეროვანი და რთული ჟღერადობები. თითოეული ნაშრომის აწყობის პროცესი აღმოჩენებისა და ხმის განვითარების ფონზე იმართებოდა. თითქოს ბავშვობაში თამაშის ხალისი იპოვეს მუსიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიული ხასიათი ალბომის ყველა წუთში იგრძნობა.
ახალ პროექტთან შეჭიდებისას იწყებ, როგორც ბავშვი, სიარულის ახლიდან სწავლას. ყოველი მორიგი ნაბიჯი კი უფრო სრულფასოვანს და თავდაჯერებულს გხდის. გახსოვს ელექტრონული მუსიკის საწყისი? კარგი მუსიკოსებისა და "ტექნო გიქებისგან" დაკომპლექტებული ბენდების, ორივე ძვირფასეულობის მატარებელი სოლო-არტისტების წამოწყება იყო. ეს კი ამ დუოს ორი დამახასიათებელი სიტყვაა: მუსიკოსები და ისეთი "ტექნო-გიქები" ყველა პრობლემას რომ მოაგვარებენ, და DAW-ს (Digital Audio Workstation - ციფრული აუდიო სამუშაო სივრცე) ბოლომდე წურავენ. მოკლედ ეს ალბომი აუცილებლად მოსასმენია. მოუსმინეთ Mocongo-ს! https://www.beatport.com/release/broken-pillar-album/3274466 https://soundcloud.com/mocongo/sets/broken-pillar-album-1
0