ლევან რატიანის თქმით, კლინიკის მედპერსონალის ტესტირების შედეგები მხოლოდ უარყოფითი იყო
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142332
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, გუშინ, კლინიკის მედპერსონალს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ კლინიკის არც ერთი თანამშრომელი არ არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული:
“გუშინ ჩატარდა ტესტირება PCR-ით და არა ანტისხეულებით ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმიურად ეკუთვნოდათ და ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია და 1-ის მდგომარეობაა კრიტიკულად მძიმე. იგი მართვით სუნთქვაზე რჩება.
გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 497-დან 511-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.
საერთო ჯამში 511 დადასტურებული შემთხვევიდან 156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.