"თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ შეიცოდეთ თქვენი მშობლები და ახლობლები..."
Gori Daily
ექიმი გია მღებრიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, რომ მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
ის გორში მუშაობს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა:
,,მოგმართავთ ყველას! ნაცნობსაც, უცნობსაც, შინაურსაც, გარეულსაც, მტერსაც და მოყვარეს. მდგომარეობა მართლა საგანგაშოა. აქ აღარ მინდა კითხვა არსებობს, არ არსებობს. არსებობს და თანაც ძალიან ვერაგია. ბევრი ჩემი თვალით ვნახე, ბევრი ჩემი კოლეგებისაგან მოვისმინე. ძალიან გთხოვთ თავს გაუფრთხილდით, რადგან ასე თუ გაგრძელდა ელემენტარულად ექიმი და ექთანი არ გეყოლებათ რომ მოგხედონ, რადგან ჯანდაცვის სერვისაც აქვს თავისი რესურსი, რომლის დეფიციტის ნიშნები უკვე სახეზეა. ელემენტარულად მოერიდეთ დიდ თავშეყრებს. გაიკეთეთ ეს დასაწვავი პირბადე. (მთელი დღე მიკეთია და არ ვკვდები) და დაიცავით დისტანცია. თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ შეიცოდეთ თქვენი მშობლები და ახლობლები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან.'' - აცხადებს გია მღებრიშვილი.
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს შიდა კორონავირუსის ახალი, 37 შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, რეგიონში 192 ინფიცირებულია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#გორი
#goridaily
#ახალიამბები
წყარო: qartli.ge