სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა

Tbilisi Daily

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 50-წლამდე მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ყვებიან, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა. მამაკაცი დაკავებულია. ის პოლიციაში თავად გამოცხადდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა გუშინ მოხდა.