ინტერის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ ბავშვობა გაიხსენა. როგორც ბელგიელმა განაცხადა, იტალიაში მისი საყვარელი კლუბი მილანის ინტერი იყო.
"ბავშვობის დროს, იტალიაში ჩემი საყვარელი კლუბი ინტერი იყო. ყველაფერი რონალდოს და ადრიანოს ბრალია - ისინი შთამბეჭდავად თამაშობდნენ. ინტერში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.
როდესაც კიჭა ამ გუნდში თამაშობდა, 6-7 წლის ვიყავი. ფეხბურთთან პირველი კონტაქტი 1998 წელს მქონდა. უეფას თასის ფინალი და მსოფლიო ჩემპიონატი, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო. მას ორი 2 წელი გაუცდა და ის 2002-ში დაბრუნდა, თუმცა მალევე ინტერიდან რეალში გადავიდა", - თქვა ლუკაკუმ.
#ლუკაკუ
#ინტერი
#რონალდო
#ადრიანო
#იტალია
#ბელგია
#ფეხბურთი
#სპორტი
#lukaku
#inter
#ronaldo
#adriano
#italy
#belgium
#football
#sport
#opinion
#news