შსს-მ ბათუმსა და ქობულეთში დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის/უფროსი ექიმის პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმსა და ქობულეთში დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის/უფროსი ექიმის პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა დაიწყო. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 30 იზოლატორიდან სამედიცინო პერსონალი უკვე დასაქმებულია 24 იზოლატორში, სადაც დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების მიხედვით ხდება. დანარჩენი 6 იზოლატორისთვის ექიმების მოძიებისა და სამედიცინო პერსონალით იზოლატორების სრულად დაკომპლექტების მიზნით, სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. დამატებითი ინფორმაცია ბათუმსა და ქობულეთში დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის/უფროსი ექიმის პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბათუმი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61907?active=1 ქობულეთი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61896?active=1