6 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
Copeshia Commune
Rustavi · 1 year ago

ყველის დაფა

#ლემარეში #lemarais #frenchrestaurant
Copeshia Commune
Rustavi · 1 year ago
Similar Posts
Copeshia Commune
Tbilisi, Georgia · 1 year ago
“I only drink champagne on two occasions, when I am in love and when I am not.” –Coco Chanel #ლემარე #lemarais #frenchrestaurant
კაფე ფარდაგი
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ესეც ჩვენი რამდენიმე ძირითადი კერძი. 1️⃣მეგრული უგემრიელესი ხაჭაპური. 2️⃣შემწვარი ვარია პესტოს სოუსში ჩერი პომიდორთან ერთად. 3️⃣ორაგული ქინძმარში. 4️⃣სულგუნი კეცზე 5️⃣ლობიო მჭადით და მწნილით 6️⃣ქართული ყველის დაფა გვესტუმრეთ სამზარეულო მუშაობს 12:00-დან 23:00 საათამდე. კაფე ფარდაგი, სოლოლაკში, მაჩაბელის 16 ნომერში
კაფე ფარდაგი
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ქართული ყველის დაფა სოლოლაკი, მაჩაბელის 16
Copeshia Commune
Rustavi, Georgia · 1 year ago
ლიმონის ტარტს სიყვარულის გემო აქვს 💫 #ოლივია #Olivia #Oliviacafe
Copeshia Commune
Rustavi, Georgia · 1 year ago
მარწყვის და ბანანის უგემრიელესი მიქსი 🤗 #ოლივია #Olivia #Oliviacafe
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორ გამოიყენა სტალინმა ადოლფ ჰიტლერი ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ძირეულად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა, დასაბამი მიეცა ახალ საერთაშორისო ურთიერთობებს. გამოჩენილ პოლიტიკოსთა ძველმა თაობამ: ლოიდ ჯორჯმა, ჟორჟ კლემანსომ, ვუდრო ვილსონმა და სხვებმა, ადგილი დაუთმეს ახალ ლიდერებს – ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინის, უინსტონ ჩერჩილს, ფრანკლინ რუზველტს, იოსებ სტალინს. ახალი მსოფლიოს, კაცობრიობის ბედი ამ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. დიდი პოლიტიკის ახალი ეტაპის პირველი სცენები პარიზის კონფერენციაზე (1919 წელი) გათამაშდა. ამ კონფერენციამ პირველი მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა. ამავე ეტაპის უკანასკნელი სცენები პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წელი) გათამაშდა. ამ კონფერენციამ მეორე მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა. ამ დიდი ეპოქის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც იოსებ სტალინი იყო, დანარჩენებმა ამ მისიის შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა, ისინი უაღრესად განათლებული, განსაკუთრებული გონიერებით დაჯილდოებული დიდი პოლიტიკოსები იყვნენ. სტალინი რომ ჩინებულთა შორის რჩეული იყო, ამას ყოველგვარი შეფარვის გარეშე აღიარებდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აშკარა აღიარებისაგან თავს იკავებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, რაც შეეხება ადოლფ ჰიტლერს, ის იძულებული გახდა, ნაცისტური გერმანიის კრახამდე ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის აპრილში, ეღიარებინა: მე რომ ისეთივე პოლიტიკა გამეტარებინა, როგორსაც სტალინი ატარებდა ომის წინ, გერმანია ამ ომში არ დამარცხდებოდაო. როგორც დიდი რეჟისორისთვის სპექტაკლის დასაწყისშივე ცნობილია მისი ფინალური სცენა, ასევე ცნობილი იყო სტალინისთვის საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის ფინალი. 1945 წლის 8-9 მაისს, ღამით, სტალინს გერმანიიდან დაურეკეს და მოახსენეს, რომ გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. დიდმა რეჟისორმა ყურმილი აუღელვებლად დადო და ორად-ორი სიტყვა წარმოთქვა: „დაიგრალსია სვოლოჩ”. მოვლენები კი ამ დღემდე ასე ვითარდებოდა: პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა – ინგლისმა და საფრანგეთმა მაქსიმალურად მკაცრად დასაჯეს დამარცხებული გერმანია: წაართვეს მას სტრატეგიული ტერიტორიები, გერმანიას ჩამოერთვა სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სამხედრო ფლოტი, აეკრძალა დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა, სამხედრო ქარხნების მშენებლობა და სხვა. გერმანიას არა თუ მეორე, არამედ მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევა ელოდა. ამ დროისთვის, საბჭოთა რუსეთი (შემდეგომ საბჭოთა კავშირი) პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს სასიკვდილო საფრთხე იყო, რადგან ტრადიციულად, რუსეთისთვის ევროპა წარმოადგენდა წიაღისეული სიმდიდრისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სარეალიზაციო ბაზარს. ევროპას შეეძლო, რუსეთი დაეტოვებინა ვალუტის გარეშე, ანუ დაენგრია მისი ეკონომიკა. რუსეთი ვერ შექმნიდა სამრეწველო სიმძლავრეებს, ვერ გაწვრთნიდა და შეაიარაღებდა არმიას, ასე ფიქრობდნენ დასავლეთის პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ დიდ რეჟისორს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა. ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ბოიკოტირებულმა საბჭოთა კავშირმა აქცენტი გერმანიაზე აიღო და მალე მასთან დაამყარა მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც ხშირად ხდებოდა, სტალინი ამ შემთხვევაშიც ორ კურდღელს იჭერდა: ერთი მხრივ, გერმანიაში წიაღისეული სიმდიდრის (განსაკუთრებით ნავთობის) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (განსაკუთრებით ხორბლის) ექსპორტით დიდი რაოდენობით ვალუტა შემოჰქონდა ქვეყანაში. ვალუტის ნაწილს გერმანია საბჭოთა კავშირს მანქანა-იარაღებითა და სხვა ტექნიკით უნაზღაურებდა. მეორე მხრივ, სტალინმა არასასურველი ფაქტის წინაშე დააყენა ინგლისი და საფრანგეთი. უნდოდათ თუ არა, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა ეფიქრათ. სხვა შემთხვევაში, ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკა დაზარალდებოდა, ხოლო გერმანიისა წელში გაიმართებოდა. უკვე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებისთვის სტალინმა დასახულ მიზანს სრულად მიაღწია – საბჭოთა კავშირიდან ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა ნავთობი, მანგანუმი, ხე-ტყე, ხორბალი და სხვა. ქვეყანაში შემოსული ვალუტით და ევროპაში ძალზე იაფად შეძენილი ტექნიკით სტალინი გამალებით წვრთნიდა და აიარაღებდა უზარმაზარ არმიას, რათა შემდეგ კრემლიდან თავისი ნება ეკარნახა ევროპის ქვეყნებისთვის. ცხადია, გამოცდილი და გონიერი ევროპელი დიპლომატები ყოველივე ამას კარგად ხედავდნენ, მაგრამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდიოდნენ: თუ ინგლისი და საფრანგეთი სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს შეწყვეტდა საბჭოთა კავშირთან, ამით ამ ქვეყნების ეკონომიკა ძალზე დაზარალდებოდა, საბჭოთა კავშირი კი ნედლეულს შეუფერხებლად გაასაღებდა გერმანიაში. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში გერმანიაში ნაცისტები (1933 წელი) მოვიდნენ, სტალინის ხელში აღმოჩნდა კიდევ ძლიერი კოზირი. ადოლფ ჰიტლერის პარტიას ოფიციალურად ასე ეწოდებოდა: გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია. სოციალისტი ადოლფ ჰიტლერისა და კომუნისტი იოსებ სტალინის ალიანსმა დიდი შიში დათესა ევროპაში. სტალინმა კარგად უწყოდა, რომ შეშინებულის კიდევ უფრო შეშინება ადვილი საქმეა. საბჭოთა ბელადმა ძალზე ახლო და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა ჰიტლერთან. ეს ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ აღშფოთება ვერ დამალა გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ცნობილმა მოღვაწემ (ლიდერმა) ერნსტ ტელმანმა. გერმანელი კომუნისტების საპროტესტო გამოსვლამ შვება მოჰგვარა ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკურ ლიდერებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან სტალინი ურთიერთობას არ გაამწვავებდა. ეს შეარყევდა გერმანია-საბჭოთა კავშირის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები ამჯერადაც მწარედ მოტყუვდნენ. თვითკმაყოფილებით შეპყრობილ ევროპელ პოლიტიკოსებს სტალინმა ახალი სიურპრიზი შესთავაზა. მისთვის პოლიტიკა ჭადრაკის დაფა იყო. ევროპული პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე ერნსტ ტელმანი პაიკს წარმოადგენდა, ხოლო ადოლფ ჰიტლერი – მეფეს. სტალინი კი მეფეს პაიკში არ გაცვლიდა. ამიტომ იყო, რომ დაუფიქრებლად გაწირა ტელმანი და გერმანიის მთელი კომუნისტური პარტია. ამის შემდეგ ჰიტლერისა და სტალინის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. სოციალისტი და კომუნისტი ბელადები ყველაფერში კარგად უგებდნენ ერთმანეთს. აშკარა გახდა მათი საერთო მიზანი: ერთხელ და სამუდამოდ დაენგრიათ „ბებრი ევროპა”. სტალინი ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ დიდი რეჟისორი ჯერჯერობით გამარჯვებას არ ზეიმობდა. ის ინგლის-საფრანგეთის მხრიდან დაშვებულ მორიგ უხეშ შეცდომას ელოდა. მოლოდინმა არ დააყოვნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში მოვიდნენ იმ მშფოთვარე დროისთვის სრულიად შეუფერებელი პოლიტიკური მოღვაწეები: ინგლისის პრემიერ-მინისტრი – ნევილი ჩემბრელენი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – ედუარდ დალადიე. ამის შემდეგ, შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც ევროპაში რეალურად ორი მოთამაშე დარჩა: იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი. ორივე მოთამაშეს თავისი სცენარი ჰქონდა, რომლის დეტალებიც ჯერ არავინ იცოდა, მით უმეტეს, არაფერი უწყოდა ამის შესახებ ჩემბერლენმა და დალადიემ, რომლებიც უკვე განწირულნი ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, სტალინმა და ჰიტლერმა ისინი აიძულეს, წაგებული პარტია ბოლომდე ეთამაშათ. ევროპული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ფიგურები ჯერ კიდევ მრავლად იყო... იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი მორიგ სვლებზე ფიქრობდნენ... ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით
Daily Science
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
გუგლმა Pinterest-ის კონკურენტი სოციალური ქსელი, Keen წარადგინა
სოციალური ქსელის, Google Plus-ის გაუქმებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ ახალი ამბიციური პროექტი, სახელწოდებით Keen წარმოადგინა. ახალი სერვისი თემატური ბარათების (ე.წ ქარდების) სისტემაზეა აგებული, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ინტერესების მიხედვით აერთიანებს. Keen-ში ბარათების შერჩევის პროცესი გუგლმა ხელოვნურ ინტელექტს მიანდო. გუგლის სტარტაპ-ინკუბატორ Area 120-ში შექმნილი ახალი სოციალური ქსელის ინტერფეისი დაფების (Keens) პრინციპით არის აწყობილი, რომელზეც შეგიძლიათ "მიაკრათ" სასურველი სტატიები, სურათები ან თემატურად თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი კონტენტი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, საკუთარი დაფა დამალოს ან ის ყველასთვის საჯარო გახადოს. სერვისის ალგორითმი, რომელიც მანქანურ დასწავლას იყენებს, მომხმარებელს პირადი კოლექციისთვის საინტერესო მასალას თავად შესთავაზებს.#news #opinion #science #scientists #dailyscienceTbilisi
ერთი სიტყვის ისტორია
Kutaisi, Georgia · 1 month ago
ერთი სიტყვის ისტორია- აბაკი
საანგარიშო დაფა 1. დაფა, რომელსაც იყენებდნენ არითმეტიკული ანგარიშისათვის ძველ საბერძნეთში, რომში და შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მე - 18 ს. - მდე; დაყოფილი იყო ზოლებად, რომლებშიც გადაადგილებდნენ ხოლმე კოჭებს, ქვებს და მისთ; 2.არქიტ. კოლონის კაპიტელის ზედა ფილა. გსმენიათ აღნიშნული სიტყვის შესახებ? 🧐 პასუხი კომენტარის სახით მოგვწერეთ. 🤝
Luka Todua
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საკვების მომზადების ფილოსოფია ანუ რა გზას გადის კერძი სანამ სტუმრის მაგიდამდე მივა.
რესტორანში ვახშმის დროს თუ გიფიქრიათ რა პროცესებს გადის კერძი სანამ თქვენამდე მოვა? გგონიათ რომ სალათი ცეზარისთვის ქათამი შეკვეთის შემდეგ მუშავდება ? მაშინ უნდა გითხრათ, რომ თქვენ სამზარეულოში მიმდინარე პროცესებისაგან ძალიან შორს ხართ. ამ სტატიაში ვისაუბრებ სამზარეულოს მუშაობის იმ პრინციპებზე, რაზეც კერძის მომზადება, ხარისხი და დროული მიწოდება არის დამოკიდებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯანსაღი კერძის მომზადებისათვის ჯანსაღი პროდუქტია საჭირო. კერძისათვის პროდუქტის მომზადება სამზარეულოზე ბევრად ადრე ფერმასა და მეურნეობაში იწყება. მაგალითად, გემრიელი და ცხიმებით თანაბრად გაჯერებული სასტეიკე ძროხა რომ გავზარდოთ (ბოდიში ვეგანებს) აუცილებელია ძროხის კვების რაციონის სწორად შერჩევა და მისი საჭირო ასაკამდე მიყვანა. მეორე ეტაპზე შერჩეული პროდუქტის სწორად დამუშავებაა საჭირო. აქ უკვე მეწარმე და ფერმერი უკანა ფლანგზე გადადის და საკვების ხარისხიც უკვე მზარეულის ოსტატობაზე ხდება დამოკიდებული. აუცილებელია მომენტალურად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის დამუშავება და შემდგომ მისი საჭირო ნორმის დაცვით შენახვა. მესამე ეტაპია „მიზანპლასი,“ ან როგორც მას უმეტესობა ჟარგონით მოიხსენიებს „ზაგატოვკა.“ პირველ რიგში განვმარტავ მიზანპლასს, ეს არის ფრანგული ტერმინი (Mise en place), რაც პროდუქტის წინასწარ დამუშავებასა და სერვისისთვის მომარაგებას გულისხმობს. ამ დროს ხდება საჭირო ინგრედიენტების დამუშავება და გამზადება. მაგალითად : ბოსტნეული წინასწარ ირეცხება, ითლება და იჭრება. ხორცი პორციებად მუშავდება, სოუსები წინასწარ მზადდება და ა.შ. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მზარეულის საქმიანობის 70 % მიზანპლასს უკავია, ხოლო დანარჩენი 30% კერძის მომზადებასა და სერვირებას. მეოთხე ეტაპი : „სუფთა სამზარეულო, სუფთა გონება“. მზარეულის პროფესიონალიზმი არა მხოლოდ გემრიელი კერძებით, არამედ მისი სამუშაო სივრცის სისუფთავითაც ფასდება. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ დაბნეულობა, ქაოსი და დროულად გავუშვათ შეკვეთა აუცილებელია გვქონდეს დალაგებული მაგიდა, სუფთა საჭრელი დაფა და სამუშაო სივრცეში გვქონდეს გამოყოფილი კონკრეტული ადგილი ინვენტარისათვის. მეხუთე ეტაპი: "ერთი კერძის მომზადებაში რამოდენიმე მზარეულის ხელი ურავია“ რაც გულისხმობს, რომ ერთ კერძში შემავალ რამდენიმე კომპონენტს სხვადასხვა პოზიციის მზარეული ამზადებს. მაგალითად თეფშზე თუ გვაქვს ფილე მინიონის სტეიკი ღვინის სოუსთან და ბოსტნეულის გარნირთან ერთად, ამ შემთხვევაში სტეიკს გრილის შეფი ამზადებს , სოუსს შეფ სოუსიერი, გარნირს გარნირებზე პასუხისმგებელი მზარეული, ხოლო კერძის აწყობა უშუალოდ პასზე ფრანგ:(Passe) ხდება შეფ-მზარეულის ან სუ-შეფის მიერ. მხოლოდ ამ პროცესების გავლის შემდეგ მიდის კერძი სტუმრამდე. ამ სტატიით შევეცადე, დამენახებინა თუ რა ხდება რესტორანში დახურულ კარს მიღმა და თუ როგორ ხდება პროცესების მართვა და დროის მენეჯმენტი სამზარეულოში.#cooking #cuisine #foodislove #loveisfood #stayhome
Nino Kakulia
Poti, Georgia · 2 months ago
იაპონიაში მდებარე სულისშემძვრელი ადგილი _ აოკიგაჰარა
⭕ რო­გორც ია­პო­ნი­ა­ში ყვე­ბი­ან, ამ ად­გი­ლას სამი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან: ლაშ­ქრო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ისი­ნი, ვინც უკან დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რე­ბენ... ⭕ აო­კი­გა­ჰა­რა (Aokigahara 青木ヶ原) - ია­პო­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სუ­ლის­შემ­ძვრელი ად­გილი. ფუ­ძის მთის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტყე კუნ­ძულ ჰონ­სი­უ­ზე მდე­ბა­რე­ობს და უკვე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს თვით­მკვლე­ლებს შო­რის. 1970 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს ტყეს და წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 100 გვამს პო­უ­ლობს. აო­კი­გა­ჰა­რას ტყე სან-ფრან­ცის­კოს "ოქ­როს კა­რიბ­ჭის" ხი­დის შემ­დეგ, მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს თვით­მკვლე­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ. ⭕ ტყე­ში ასო­ბით დაფა დგას წარ­წე­რე­ბით, რო­მე­ლიც ტყის სიღ­რმე­ში მი­მა­ვა­ლებს აფრ­თხი­ლებს, და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ ამას გა­ა­კე­თე­ბენ. და­ფებ­ზე იკი­თხე­ბა: "შენი სი­ცო­ცხლე უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია შენი მშობ­ლე­ბის­გან. იფიქ­რე მათ­ზე და შენი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზე. შენ არა­სო­დეს და­ი­ტან­ჯე­ბი მარ­ტო­ო­ბა­ში". ქვე­მოთ კი მი­თი­თე­ბუ­ლია ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი და დგას ტე­ლე­ფო­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც და­რეკ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი...#აოკიგაჰარა #იაოპონია #opinion #photo