ფინური კანონმდებლობის მიხედვით

0
6 წლის ფინელმა გოგონამ - ჰელგა ჰილტუნენმა საშობაოდ წერილი გაუგზავნა ღმერთს, სადაც იგი სთხოვდა გამოეგზავნა საჩუქრად მისთვის 100 მარკა. ფინური კანონმდებლობის მიხედვით არასწორი მისამართის მქონე წერილის გახსნის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ასე რომ წერილი, რომელიც "ბატონ ღმერთს" გაუგზავნა, მოხვდა პრეზიდენტ ურხო კალევა კეკკონენის ხელში, რომელიც ქვეყანას მართავდა 1958 - 1982 წლებში. პრეზიდენტმა გადაწყვიტა სურვილი შეესრულებინა ბავშვისათვის. მაგრამ ჩათვალა რა, რომ მისთვის 100 მარკა ძალიან ბევრი იქნებოდა, გაუგზავნა თავისი საპრეზიდენტო მანქანით 50 მარკა. მალე კანცელარიაში ახალი წერილი შემოვიდა, სადაც ჰელგა წერდა, რომ მისთვის გამოგზავნილ საპრეზიდენტო მანქანას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქუჩაში და რომ მთელი ხალხი ამ მანქანას უყურებდა. გოგონა სთხოვდა ღმერთს მეტჯერ პრეზიდენტის ხელით აღარ გამოეგზავნა თანხა, რადგან პრეზიდენტმა მას ნახევარი მოჰპარა!
0