ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საბერძნეთის მართლმადიდებული ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ეკლესიებში სააღდგომო წირვა მრევლის თანდასწრებით 26-27 მაისს ჩატარდება, სიგიჟეს უწოდებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ასეთ გადაწყვეტილება მისთვის დაუჯერებელია.
„არ მჯერა, რომ ასეა, რომ საბერძნეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ბოდვა და სიგიჟე. სისულელეა აბსოლუტურად. ასე რომც იყოს, ეს აბსურდია. რა წყაროებიც ვნახე, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. დანარჩენს, გადავრეკავთ ალბათ და მივიღებთ პასუხს“, – ამბობს მეუფე ანტონი.
მისივე თქმით, წარსულში, როდესაც მძაფრი რეჟიმი იყო, ხალხი მაინც დადიოდა ტაძრებში და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც რეჟიმმა ვერ აკრძალა.
„აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ გვახსოვს, როცა კომუნისტები იყვნენ, მძაფრი რეჟიმი იყო, სტალინის რეჟიმი იყო, სკოლებში სახაზავების რტყმევა იყო და ხალხს ვერ აკავებდნენ. წითელი კვერცხი ვერ აკრძალეს.
აღდგომას ვერაფრით აკრძალავ და ხალხს ვრ დააკავებ. ვფიქრობ, ჯობს ჰიგიენა დავიცვათ, ვიდრე ხალხს ეს აუკრძალო“, – აღნიშნა მეუფემ
https://primetime.ge/aghdgomas-verafrit-akrdzalav-da-khalkhs-ver-daakaveb-meufe-antoni/