დღეს პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ
Tbilisi Daily
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს, ასევე, აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს.
ამ დღის წესრიგით სხდომას გამართავენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
მეათე მოწვევის პარლამენტმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე აირჩია. კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.