კორონავირუსი - უახლესი ინფორმაცია | საქართველო და მსოფლიო

ByM.m.m.Georgia
0
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია სასიხარულო ამბავიც - ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კიდევ 1 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა. ამრიგად, საქართველოში სახიფათო ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი 155-ჯერ გამოვლინდა. ამჟამად სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 344 ადამიანი იმყოფება, ხოლო 5530-მდე პირი კარანტინის რეჟიმშია. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯამურად 1 083 843-ჯერ დადასტურდა. დაავადებულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს - აქ სახიფათო ვირუსი 266 578-ჯერ გამოვლინდა და უკანასკნელი 24 საათში 733 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც COVID-19 ჯამში 119 827-ჯერ დადასტურდა და 14 681 ფაქტი გარდაცვალებით დასრულდა (766 უკანასკნელ 24 საათში). სავალალო სიტუაციაა ესპანეთშიც, სადაც კორონავირუსი 117 710 ადამიანს გამოუვლინეს. აქ სახიფათო ვირუსს 10 935 ადამიანი ემსხვერპლა.
#კორონავირუსი
#სტატისტიკა
#პანდემია
#საქართველო
#აშშ
#იტალია
#ესპანეთი
#მსოფლიო
#სიახლე
#coronavirus
#statistics
#pandemic
#georgia
#usa
#italy
#spain
#world
#news
ByM.m.m.Georgia
0