აჭარის მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

60სმ გადააჭარბა თოვლის საფარმა მაღალმთიან აჭარაში. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდული არ არის. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, კომპანია ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით, შუქი ყველა აბონენტს მიეწოდება შეუზღუდავად. რაც შეეხება ხულო გოდერძის ცენტრალურ გზას, გადაადგილება მაღალი გამავლობისტრანსპორტითვის ნებადართულია.