თუ ოცნება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება - სერგი კაპანაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143134
„ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტენ, რომ არ შესრულდეს შეთანხმება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ და მოხდება ისეთივე ან უფრო მკაცრი რეაგირება, როგორც უკვე ვნახეთ-განაცხადა "ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
„რაც არ უნდა ეცადოს ბატონი თალაკვაძე თუ სხვა წარმომადგენელები „ოცნების“, რომ გაამართლონ ამ შეთანხმების დარღვევა, თუ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას დაარღვევს და არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, შეთანხმება ჩავარდება და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაქციები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ეს გამოიწვევს უპირველესად პოლარიზაციას ისედაც დაძაბული საარჩევნო გარემოში და ასევე, გამოიწვევს ძალიან მკაცრ რეაქციას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, თუ „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტენ, რომ არ შესრულდეს შეთანხმება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ და მოხდება ისეთივე ან უფრო მკაცრი რეაგირება, როგორც უკვე ვნახეთ“, - განაცხადა კაპანაძემ.