ქუთაისში სკოლის 2 მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ

Kutaisi Daily

საქართველოში გუშინ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ორი ქუთაისს უკავშირდება. კორონავირუსი 31-ე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლება ისევ დისტანციური რეჟიმზე გადავიდა. დაინფიცირებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირების წყარო უცნობია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily წყარო - megatv