კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბათუმში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩაზე, აღმაშენებლიდან გენერალაბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა- ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ასფალტის დაგება ბათუმის მასშტაბით 12 000 კვმ-ზე ხორციელდება. სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა დაათვალიერეს.