შეიცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები კორონავირუსის გამო

0
პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ის ჯერ ვერ ისაუბრებს, შეეხება თუ არა ცვლილება უმაღლესში მისაღები გამოცდების ვადებს. “ამას ახლა ვერ გეტყვით, ამაზე მიმდინარეობს რამდენიმე სცენარზე მუშაობა, არსებობს დისტანციური სცენარი, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. აქ, მეორეს მხრივ, თუ ვირუსის პიკი ამ პერიოდს დაემთხვა, გაგრძელდა და ვერ გადავლახეთ დროზე, იქ გამოწვევები შეიძლება სხვადასხვა იყოს. დღეს ჩვენ ვემზადებით სხვადასხვა სცენარისთვის. მთავარი არის ის, რომ უკიდურესად მძიმე სცენარებიც არსებობს, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს. მთავარია, რომ მართვადი, მათ შორის განათლების სფეროში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
#news
#opinion
#education
#გამოცდები
#განათლება
#აირჩიეგანათლება
#covid19
#coronavirus
#დარჩისახლში
0