კორონავირუსით ინფიცირებულ სასწრაფოს ექიმს მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა, ის ეროვნული ბანკის კლასტერია

0
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა. მისივე თქმით, ექიმს სიმპტომები გუშინ დაეწყო. "აღნიშნულ ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ და მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს, ანუ მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლების არის დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არიან თვითიზოლაციის პირობებში და საკარანტინო პირობებში გადასული", - განაცხადა გოგიტიძემ. თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. როგორც სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა, ექიმი მისი მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. “თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა გოგიტიძემ.
#georgia
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#doctor
0