4 votes
0 comments
0 shares
Save
თელასი“ აბონენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
272 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

„თელასი“ აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტავს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის პირობებს, ასევე, მომხმარებლებს ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლასთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ სს „თელასის“ ის აბონენტები, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში (მარტი, აპრილი, მაისი) არ აღემატება 200 კვტ/სთ.

„შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.

თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ამასთან, როგორც „თელასში“ აცხადებენ, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის, მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სს „თელასი“ SMS-შეტყობინების მეშვეობით ელექტრონულ ქვითრებს დააგზავნის.

„6 აპრილიდან, ქაღალდის ქვითრების ნაცვლად, მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება ასევე მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში.

აბონენტების სატელეფონო ნომრების განახლების მიზნით სს „თელასი“ მოგმართავთ თხოვნით, დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლცენტრს ნომერზე: 2 77-99-99; დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ გვერდზე: Telasi.ge; გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: telasi@telasi.ge ან მობილური ტელეფონიდან ნომერზე 90033 – 222# და აბონენტის ნომერი“, – აცხადებენ „თელასში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად სს „თელასი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.

#telasi #government #georgia #business
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თელასი“ აბონენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
„თელასი“ აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ განმარტავს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის პირობებს, ასევე, მომხმარებლებს ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლასთან დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ სს „თელასის“ ის აბონენტები, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში (მარტი, აპრილი, მაისი) არ აღემატება 200 კვტ/სთ. „შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით“, – აღნიშნავენ კომპანიაში. ამასთან, როგორც „თელასში“ აცხადებენ, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის, მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სს „თელასი“ SMS-შეტყობინების მეშვეობით ელექტრონულ ქვითრებს დააგზავნის. „6 აპრილიდან, ქაღალდის ქვითრების ნაცვლად, მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება ასევე მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში. აბონენტების სატელეფონო ნომრების განახლების მიზნით სს „თელასი“ მოგმართავთ თხოვნით, დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლცენტრს ნომერზე: 2 77-99-99; დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ გვერდზე: Telasi.ge; გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: telasi@telasi.ge ან მობილური ტელეფონიდან ნომერზე 90033 – 222# და აბონენტის ნომერი“, – აცხადებენ „თელასში. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად სს „თელასი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.#telasi #government #georgia #business
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დეტალები - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით
მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება გადასახადი. აღნიშნულ შეღავათებთან დაკავშირებით, სემეკ-ი ავრცელებს დეტალურ ინფომაციას. კერძოდ, მათი ცნობით: 1. აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონია და თვეში საშუალოდ 17 მლნ ლარი დაიხარჯება ელექტროენერგიის კომუნალური შეღავათების ნაწილში. 2. ბუნებრივი გაზის შემთხვევაში აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბურ მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს ასევე, სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთია 670 ათასამდე აბონენტი, თანხა კი შეადგენს მთლიანობაში 27 მლნ-მდე ლარს. 3. ამასთან სემეკ-ის ცნობით, წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარებათ იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება. 4. .წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოხდება როგორც გამრიცხველიანებული, ასევე უმრიცხველო (სულადობრივი დარიცხვით) მომხმარებლებისათვის. 5. მთავრობის გადაწყვეტილება სს “თელასის” შემთხვევაში შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა მარტის გადასახადი მაქსიმუმ 37.11 ლარია; ხოლო, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში - მაქსიმუმ 36.4 ლარი. გადაწყვეტილება შპს “თბილისი ენერჯის” შემთხვევაში შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი შეადგენს მაქსისმუმ 92.2 ლარს, შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში - მასიმუმ 113.8 ლარს, ხოლო სს “საქორგგაზის” შემთხვევაში - 113.9 ლარს. 6. მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვცელდება ძველ დავალიანებებზე. 7. მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას. 8. იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებსაც კომუნალური მხარდაჭერის გამოყენება არ სურთ იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და სურთ, რომ გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იყოს სხვა საჭირო და აუცილებელი პროგრამებისკენ მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება. უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ პირებს დეტალურად ეცნობებათ ამ საკითხის შესახებ.#ეღავათებ #სემეკი #დეტალები #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
36-37 ლარის დენი და 92 ლარამდე გაზი - ვის შეეხება მთავრობის შეღავათები
კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. მთავრობის ინიციატივა სამ თვეს შეეხება, კერძოდ: მარტს, აპრილსა და მაისს. კომპანია თელასის შემთხვევაში, რომელიც თბილისს ემსახურება, მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახადი 37 ლარზე მეტი არ არის. ამ თანხაში არ შედის წყლის და დასუფთავების მოსაკრებელი. დაახლოებით იგივე თანხაა ენერგო-პრო ჯორჯიას შემთხვევაში, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებს აწვდის შეღავათი იქნება მათთვის, ვინც თვეში მაქსიმუმ 36 ლარის დენს მოიხმარს. რაც შეეხება გაზს, თბილისი ენერჯის შემთხვევაში (ძველი ყაზტრანსგაზი), რომელიც ბუნებრივ აირს დედაქალაქის მოსახლეობას აწვდის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ მათ, ვინც მაქსიმუმ 92 ლარის გაზს მოიხმარს. გაზის კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, სოკარ ჯორჯია მოსახლეობის გაზმომარაგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს. თუმცა, ძირითადი მომხმარებლები რეგიონებში ჰყავს. ამ კომპანიის აბონენტებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა დაახლოებით 114 ლარს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტს თვეში აუნაზღაურდება ფაქტობრივი დავალიანება და არა სრულად 114 ლარი, ანუ ის, რამდენსაც დახარჯავს. კომპანია თელასმა უკვე გასცა დავალება, ვისაც 200 კვ-მდე აქვს დამწვარი ელექტროენერგია, მათ არ შეუწყდეთ მომსახურება მარტის, აპრილისა და მაისის დავალიანებისთვის. შეღავათები შეეხებათ მცირე ელექტრო თუ გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტებსაც და დაახლოებით იმ რაოდენობით, რამდენიც დიდ კომპანიებში. დეტალურად ამის გარკვევა მოქალაქეებს ამავე კომპანიების ცხელ ხაზზე შეეძლებათ. რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სულ 1 200 000 ოჯახია ისეთი, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს. ასევე, მისივე თქმით, ბუნებრივი აირის შეღავათით ისარგებლებს სულ 671 000 ოჯახი. წყარო:On.ge
სემეკი Gnerc
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ინფორმაცია კომუნალური შეღავათების შესახებ:
⭕️ ელექტროენერგია 👉 აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონია და თვეში საშუალოდ 17 მლნ ლარი დაიხარჯება ელექტროენერგიის კომუნალური შეღავათების ნაწილში. ⭕️ ბუნებრივი გაზი👉 აბონენტებს, რომლებით თვეში მოიხმარენ 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ გაზს ასევე, სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთია 670 ათასამდე აბონენტი, თანხა კი შეადგენს მთლიანობაში 27 მლნ-მდე ლარს. ⭕️ წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარებათ იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის მოხმარება. წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოხდება როგორც გამრიცხველიანებული, ასევე უმრიცხველო (სულადობრივი დარიცხვით) მომხმარებლებისათვის. 🔶 მთავრობის გადაწყვეტილება სს “თელასის” შემთხვევაში შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი მაქსიმუმ 37.11 ლარია; ხოლო, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში - მაქსიმუმ 36.4 ლარი. 🔶 მთავრობის გადაწყვეტილება შპს “თბილისი ენერჯის” შემთხვევაში შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი შეადგენს მაქსისმუმ 92.2 ლარს, შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში - მასიმუმ 113.8 ლარს, ხოლო სს “საქორგგაზის” შემთხვევაში - 113.9 ლარს. ⭕️ მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური შეღავათები ვრცელდება მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე. 👉აღნიშნული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვცელდება ძველ დავალიანებებზე. 👉 მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-მდე ელექტროენერგია და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას. ❗️იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებსაც კომუნალური მხარდაჭერის გამოყენება არ სურთ იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და სურთ, რომ გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იყოს სხვა საჭირო და აუცილებელი პროგრამებისკენ 👉მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება. უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ პირებს დეტალურად ეცნობებათ ამ საკითხის შესახებ.#დარჩისახლში #გაიგერაკეთდება
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვისაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისთვის განაცხადი უნდა შეავსონ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. უწყება განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოთხი თვის ვადით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. „საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, პირს ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. ამასთან, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მომართა 600-მდე გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. „შეგახსენებთ, შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ განხორციელდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას. ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისთვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია ელექტრონული განცხადების ფორმა და შევსების წესი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ასევე გადამხდეს შეუძლია, მისწეროს შემოსავლების სამსახურს ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge ან ისარგებლოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით – 2 299 299.#georgia #business # #news #tourism
სემეკი Gnerc
Tbilisi, Georgia · 2 months ago
აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე () შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა და არსებული მონაცემებით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს. გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით. წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი არ დაიფარება იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც შეეხოთ კომუნალური სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად უარს ამბობენ შეღავათებით სარგებლობაზე.
ბათუმის მერია
Batumi, Georgia · 2 months ago
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: ✅ ბათუმის მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) გათავისუფლდა. აღნიშნული შეღავათი შეეხო იმ ობიექტებსაც, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეეზღუდათ საქმიანობა, არ ფუნქციონირებენ და არ წარმოქმნიან ნარჩენებს. ობიექტები თავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არსებული შეზღუდვის დროით. იმ პირებს, რომელთაც აღნიშნული შეღავათის გამოყენება არ სურთ, შეუძლიათ მიმართონ მერიის სერვისცენტრებს შესაბამის ადმინსტრაციულ ერთეულებში. ✅ M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის საფასურისგან გათავისუფლდნენ. შეღავათი მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით იმოქმედებს. ✅ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიმღები, ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული ან დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან თავისუფლდება და ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადა მიეცემა. ✅ შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან, განხორციელდება გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება. ✅ ბათუმის ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლების მქონე სუბიექტები ყოველთვიური თანხის გადახდისგან დროებით გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის მერიის მიერ გაცემულ ნებართვებს ეხება და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ვადით გაგრძელდება. აღნიშნული შეღავათის შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების პერიოდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა თვეების გაანგარიშებით. 🔹 სუბიექტებს, რომელთაც წინასწარ აქვთ გადახდილი გარევაჭრობის უფლების საფასური, ან ნაწილი, გადახდა ჩაეთვლებათ მიმდინარე წლის პირველი ივნისის შემდგომი თვეების ანგარიშში. 🔹 გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის უფლება შეწყდება ვადაზე ადრე, უფლების ვადა ამოიწურება შესაბამისი პერიოდის გასვლამდე. 🔹 პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ ის სუბიექტები, რომელთაც პირგასამტეხლო მიმდინარე წლის პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე პერიოდზე დაეკისრათ, ან დაეკისრებოდათ. ✅ ასევე, გუშინდელი გადაწყვეტილებით, ბათუმის მასშტაბით აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. შეღავათი არ შეეხება კომერციულ ობიექტებს, არც ძველ დავალიანებებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები ახალი კორონავირუსით გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების მიზნით იქნა მიღებული. #news
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
,,თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
,,თბილისი ენრჯის" მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. მათი ცნობით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ეხება, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში. მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ. აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად. აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.#თბილისიენეჯი #გადასახადები #ბუნებრივიაირი #tbilisidaily
სემეკი Gnerc
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა საყურადღებოდ!!!
🔶 მოქალაქეთა მომართვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე. 🔶იმ შემთხვევაში,თუ თანხა უკვე გადახდილი გაქვთ, თუმცა თქვენი მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტრს ან არის 200 კუბური მეტრი, მაშინ კომუნალური შეღავათი აისახება თქვენს სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით. ❗️კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია ყველა ლიცენზიატი კომპანია და რაიმე სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ სემეკის ქოლ ცენტრში, ნომერზე 16 216 ან მოგვწეროთ ამ გვერდის საშუალებით. ‼️ცხრილში მოცემულია სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის. 🔴 ცხრილში თვის ხარჯი 200 კუბურ მეტრზე მოცემულია ლარებში. კომპანიების მიხედვით მოცემულ თანხას არ უნდა აღემატებოდეს თქვენი თვის ხარჯი.
სემეკი Gnerc
Tbilisi, Georgia · 2 months ago
❗️❗️აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს იწურება ✅ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. ✅ სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (), სადაც საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ შეღავათით. ✅ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს. ✅11 მაისის ჩათვლით, სემეკის ვებგვერდზე განთავსებული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. ხვალიდან მოქალაქეებს უარის დაფიქსირება მხოლოდ მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეეძლებათ.