მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტია

0
ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ორი კრიტიკული პაციენტი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული, ხოლო 4 მძიმე პაციენტი რჩება. „ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ორი კრიტიკული პაციენტი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება. ანუ ჯამში 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს და 4 მძიმე პაციენტი, რომლები ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და იმის პროგნოზირებაც იქნება შესაძლებელი, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება, “ - განაცხადა ეზუგბაიამ.
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
#georgia
0