” პირადად მე და ჩემთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ, ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ, მივიღეთ ერთი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. თავიდან ვხელმძღვანელობდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, მთელი მსოფლიო ამით ხელმძღვანელობს, სადაც ეწერა ერთი რამ, რაც შემდეგ ცოტა უადგილო ჩანაწერი აღმოჩნდა.
საეჭვო, ან შესაძლო შემთხვევად განიხილეთ პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე, მწვავე რესპირაციული ინფექცია და ტემპერატურა 38 ან 38-ზე მეტი. ჩვენ, გვქონდა მოპოვებული ცნობები რომ ეს ყოველთვის ასე არ არის, შეიძლება უსიმპტომოდ მიდიოდეს. პირველი რაც გავაკეთეთ, თავს უფლება მივეცით, თავხედობა ჩავიდინეთ, ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს მოთხოვნა ამოვიღეთ. ტემპერატურის მოთხოვნა, როგორც ამ დაავადების განმსაზღვრელი პირობა. ეს რომ არ გვექნა ჩვენ ახლა შეიძლება სხვა ქვეყნების მსგავსად უამრავი შემთხვევა გვქონოდა .”-ამბობს ცერცვაძე.
#georgia
#covid19
#coronavirus
#stopcovid19